ილო ქარდავა
ლარი ლუზერი ნამდვილი ჩემპიონი
14,90 ₾გაიცანით ლარი ლუზერი – ბიჭი, რომელსაც დაუდევრობის, ხათაბალაში გახვევის და ქაოსის მოწყობის ნიჭი აქვს. წინ გელოდებათ ბევრი…
კომიქსში შეხვდებით ლარის ოჯახს, შინაურ ცხოველებს, მის საყვარელ მეგობრებსა და არც ისე საყვარელ მტრებს!
გაფრთხილება! მოემზადეთ ბევრი სიცილისთვის..
წრიპა ბიჭის დღიური: დიდი დავიდარაბა (წიგნი 19)
11,90 ₾გრეგ ჰეფლის სული ეხუთება. ის ნამდვილი კატასტროფის რეცეპტს აღმოაჩენს, რომელიც ერთ პატარა სახლში შეყრილი ახლო ნათესავების, გაუთავებელი კინკლაობისა და აუტანელი სიცხისგან შედგება.
ამ წიგნში კიდევ ერთ რეცეპტს ეძებენ. ბებოს ცნობილი გუფთის ინგრედიენტები დიდხანს საგულდაგულოდ იყო დამალული. შეძლებს გრეგი თავისი ოჯახის ყველა საიდუმლოს ამოხსნას მანამ, სანამ არდადეგები დასრულდება?
იშმაელი არ დამიძახოთ!
14,90 ₾„სიმართლისთვის თვალის გასწორების დროა – თოთხმეტი წლის ვარ და იშმაელ ლესერის სინდრომი მაწუხებს. ჩემი განკურნება შეუძლებელია.“
იშმაელის მამას ძალიან უყვარს მოყოლა, როგორ დაარქვეს შვილს ორიგინალური სახელი. ამბავი მართლაც სახალისოა, თუმცა როცა მოზარდი ხარ და შენს კლასში მოძალადე ბარი ბეგსლი სწავლობს, უცნაური სახელი ძალიან ართულებს ცხოვრებას. წიგნის გმირიც ყველა უიღბლობას საკუთარ სახელს აბრალებს – სიმორცხვეს, სიმხდალეს და იმასაც კი, რომ საჯარო გამოსვლის შიში სტანჯავს.
საკუთარი თავის პოვნისა და მიღების ამბავს იშმაელი გამორჩეული იუმორით მოგვითხრობს და გვარწმუნებს, რომ ყველაზე რთული გამოცდილებაც კი შეიძლება იქცეს ისტორიად, რომელსაც ყოველთვის ღიმილით მოჰყვები.
ალასკა
12,90 ₾ამ წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – ცამეტი წლის თანაკლასელები: სვენი და პარკერი. ამბავსაც ორივე ჰყვება, რიგრიგობით. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ერთი რამ აკავშირებთ – ალასკა, თეთრბეწვიანი რეტრივერი. პარკერი აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ძაღლი, რომელიც ერთი წლის წინ ოჯახმა გააჩუქა, ახლა სვენთან ცხოვრობს და ძალიან გაბრაზდება. არადა სვენი ერთი უცნაური ბიჭია. მან მხოლოდ იმით გაითქვა სახელი, რომ ეპილეფსიის შეტევები ემართება. უფრო მეტიც, სვენს ალასკა სულაც არ უყვარს, მისთვის ის უბრალოდ მეთვალყურე ცხოველია.
ამიტომ პარკერი გადაწყვეტს, რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი ძაღლი დაიბრუნოს, რაც არც ისე იოლია.
ვის დარჩება ძაღლი? – ვისაც უფრო უყვარს თუ ვისაც უფრო სჭირდება? ალასკა თვითონ ირჩევს…
ეს გულისამაჩუყებელი ამბავი, ისევე, როგორც „საოცრების“ ყველა წიგნი, მოზარდებს უანგარო მეგობრობასა და თანაგრძნობაზე აფიქრებს.