კატია ვოლტერსი
სტრამერი
24,95 ₾პირადი დრამები, სიყვარული და განშორება, ბედნიერებასა და სამართლიან სამყაროზე ოცნება, რომელსაც მძიმე რეალობა უპირისპირდება.
ნათან სტრამერი ნიუ-იორკში წარუმატებელი ემიგრაციიდან 1900 წელს პოლონეთში ბრუნდება და სიყმაწვილის სიყვარულთან, რივკასთან ერთად მრავალშვილიან ოჯახს ქმნის. სანამ რივკა ზღვის პირას გასეირნებაზე ოცნებობს, ფიქრებით ჯერ კიდევ ნიუ-იორკში მყოფი ნათანი კი იმ ერთ სარფიან გარიგებას დაეძებს, რომელიც ერთოთახიან ბინაში შეყუჟულ მის პატარა, ებრაულ ოჯახს კეთილდღეობამდე მიიყვანს, მათი ექვსი შვილი თვალსა და ხელს შუა იზრდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს: რენას ცოლიანი მამაკაცი უყვარდება, რუდეკი კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტია, ჰესიო და სალეკი კომუნიზმით არიან გატაცებული, ხოლო ნაბოლარები, ველა და ნუსეკი მოუთმენლად ელიან, როდის გახდებიან სრულწლოვნები. სტრამერების ღარიბულ, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით აღსავსე ოჯახში თანდათან იპარება რაღაც, რასაც თითოეული მათგანი გრძნობს, მაგრამ მისთვის სახელის დარქმევა უჭირს.
რომანი ორ მსოფლიო ომს შორის ტარნოვში მცხოვრებ ებრაულ ოჯახზე თითქოს წინასწარ არის განწირული სევდიანობისა და ტრაგიკული ფინალისთვის, მაგრამ მიკოლაი ლოზინსკი ახერხებს, რომ თავისი გმირებისადმი დღევანდელობისთვის უჩვეულო სითბოთი და თანაგრძნობით, თან კი მსუბუქი იუმორით გაფანტოს ის შავი ფერი, სიმძიმე და ტრაგიზმი, რომელიც იმდროინდელ მოგონებებს ახლავს თან
თეთრი ღამეები
24,95 ₾ურშულა ჰონეკის ეს ორიგინალური, ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანი, რომელიც პრესტიჟული პრემიის, „კონრადის“ ლაურეატი გახდა, პოლონეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ბინადარ ადამიანებზე მოგვითხრობს – სინათლისა და სიბნელის გზაგასაყარზე მცხოვრებ, ჩუმ, შეუმჩნეველ ადამიანებზე, რომელთაც, ავტორისავე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, არასოდეს მისცემიათ საკუთარ ხვედრზე ლაპარაკის შესაძლებლობა.
მწერალი ფრთხილად, სულიერი სიფაქიზითა და სინაზით უახლოვდება თავის გმირებს, თანაგრძნობით აკვირდება მათ ყოფას, სულით ხორცამდე ითავისებს ამ ადამიანთა ერთი შეხედვით უინტერესო, მოსაწყენ ყოველდღიურობას და ბევრ ისეთ რამეს ხედავს და განიცდის, რაც სხვებისთვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. ისინიც, თითქოს მისი ჩუმი თანაგრძნობით მოხიბლულნი, დაუფარავად უზიარებენ გულისნადებს, სხვისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც, გაუმხელელ სურვილს, ოცნებას, სასოწარკვეთას, შიშსა და ტკივილს.
წიგნში შესული თითოეული მოთხრობა მარტოხელა ადამიანთა ან ოჯახების ცხოვრებაში მცირე ხნით შეღებული კარია, რომელსაც, ალბათ, თავიდანვე აჯობებს, გვერდი აუარო (ცხადია, თუ ამას მოახერხებ), მაგრამ თუ სულმა წაგძლია და ერთხელ მაინც შეიჭყიტე შიგნით, იქაურ გარემოს თვალს ვეღარ მოწყვეტ და ნანახის დავიწყებაც გაგიჭირდება.
ლიტერატურას აქვს უდიდესი უნარი იმისა, რომ სასტიკ რეალობაშიც სილამაზე გაპოვნინოს. ურშულა ჰონეკის ეს კრებული სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია.
მონა
23,95 ₾მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.
ემპუსების ნადიმი
24,95 ₾1913 წლის სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ქვემო სილეზიის დაბა გიორბერსდორფში, სადაც იმ დროისათვის მთელ ევროპაში ცნობილი სანატორიუმი ფუნქციონირებს, ჩადის ლვოვის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი მეჩისლავ ვოინიჩი და თან დიდი საიდუმლო ჩააქვს. ჭლექით დაავადებული ახალგაზრდა სწრაფი განკურნების იმედით მამაკაცთა პანსიონატში ჩერდება. ამავე სნეულებას ებრძვიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დანარჩენი სტუმრებიც, რომლებიც სამკურნალო პროცედურებისგან თავისუფალ დროს ადგილობრივი სასმლის, შვემერაის, …