ლევან ბერძენიშვილი
ტრაგედიები
18,90 ₾„ტრაგედიები“ ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.
ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია.
ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.
ლევან ბერძენიშვილი
ოდისეა
19,90 ₾ჰომეროსის „ოდისეა“ არის პოემა იმ მრავლისმნახველ კაცზე, რომელმაც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროის წმინდა ციხესიმაგრე დაამხო; ადამიანთა მრავალი ქალაქი ნახა და გონება შეიცნო, მრავალი ტკივილი გადაიტანა, უამრავი თავსატეხი ამოხსნა და უთვალავ განსაცდელს გაუძლო. ესაა ამბავი კაცზე, რომელმაც, ომის საშინელებათა გარდა, საიქიოც იხილა; რომელმაც უარი თქვა უკვდავებასა და მარადიულ უბერებლობაზე, ოღონდ კი შინ, თავის მოხუც მამასთან, ლაერტესთან, ერთგულ მეუღლესთან, პენელოპესთან, და უმამოდ დავაჟკაცებულ შვილთან, ტელემაქოსთან, დაბრუნებულიყო. აქ ტროის ათწლიანი სისხლისმღვრელი ომისა და შინ დასაბრუნებლად ასევე ათწლიანი, ფათერაკებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მას ახალი განსაცდელი ელოდა.
ამავე დროს, ეს არის მსოფლიო ლიტერატურის პირველი ნაწარმოები, რომელშიც ქართველი პერსონაჟი, კუნძულ აიაიას დედოფალი, კირკე, გვხვდება…
ლევან ბერძენიშვილი
ილიადა
16,95 ₾„ილიადა“ ყველა დროის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატუ- რული ძეგლია. ის ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი წიგნი და ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები. პოემაში აღწერილია ტროის ომი, კერძოდ, ომის მეათე წელს მომხდა- რი ამბავი. პოემა იწყება კონფლიქტით, რომელიც იფეთქებს ბერძენთა ორ უმთავრეს წინამძღოლს შორის. ერთი აგამემნონია, სახელოვანი მხედართმთავარი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ავტორი- ტეტი, მეორე კი აქილევსია, ბერძენთა მთავარი გმირი და მორალური ავტორიტეტი. წიგნის სიუჟეტი სულ რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა პოემა ომამდელ ამბებსა და ომის მიმდინარეობის სრულ სურათს მოიცავს. რა შედეგები მოუტანა საბერძნეთს ორ გმირს შორის კონფლიქტმა და როგორ შეცვალა ომის ხასიათი, როგორ განაგებენ ყველაზე ძლევა- მოსილთა ბედს ღმერთები, რა არის ომი… ამ და სხვა მრავალ კითხვას უპასუხებს ბერძენი გენიოსის შედევრი, რომელიც საუკუნეებია აფიქ- რებს ადამიანებს სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, პატიოსნე- ბასა და ღირსებაზე და რომელიც მსოფლიოს ლიტერატურის რჩეულ წიგნთა ნებისმიერ კვლევასა თუ კლასიფიკაციაში პირველთა შორის პირველია.