ლელა ფიროსმანიშვილი
მოხუცი და ზღვა
14,90 ₾ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ ბოლო მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც მის სიცოცხლეში გამოქვეყნდა. იგი მოგვითხრობს კუბელი მეთევზის, მოხუცი სანტიაგოს ამბავს, მის ბრძოლას გაშლილ ზღვაში გიგანტურ თევზ მარლინთან, რომელიც ყველაზე დიდი მონაპოვარი გახდა მის სიცოცხლეში.
მოთხრობა გამოქვეყნდა ჟურნალ „ლაიფში“1952 წლის 1-ელ სექტემბერს და ორ დღეში ჟურნალის ხუთი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 1953 წელს ჰემინგუეიმ ამ მოთხრობაში მიიღო პულიტცერის პრემია, 1954 წელს კი ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში ასეთი ფორმულირებით: „გადმოცემის ოსტატობისათვის, რაც მწერალმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა„მოხუცსა და ზღვაში“. ჰემინგუეიმ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ეს წიგნი ქრესტომათიებში შევიდა და სკოლებში ასწავლიან.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „შემეძლო, ეს წიგნი 1000 გვერდზე დამეწერა, შიგ საკუთარი თავი ამოეცნო ყოველი სოფლის მცხოვრებს, აღმეწერა ყველა საშუალება, რომლითაც მათ გააქვთ თავი ცხოვრებაში, როგორ იბადებიან, სწავლობენ, ზრდიან შვილებს, მაგრამ ეს უკვე მშვენივრად აქვთ აღწერილი სხვა მწერლებს. ამიტომ მე უნდა გამეგო კიდევ რაღაც, მკითხველებისთვის ისე გადამეცა ჩემი გამოცდილება, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათ ისე წარმოედგინათ, თითქოს ყველაფერი მართლა მოხდა. ამის მიღწევა ძალიან ძნელია. მე ბევრი ვიმუშავე და გამიმართლა: გადმოვეცი ისეთი რამ, რაც მანამდე არასოდეს არავის გადმოუცია“.
ამ ალეგორიული ნაწარმოების ძირითადი თემაა ადამიანის ნების, გამძლეობის, საკუთარი შინაგანი ძალის გამოცდა. ჰემინგუეი ადიდებს სულიერ ძალას ადამიანისა, რომელიც მიზნისაკენ მიისწრაფვის თავისი შესაძლებლობის ზღვარზე.