5 ბავშვი და ის

8,90 

ინგლისელი კლასიკოსი საბავშვო მწერლის, ედიტ ნესბიტის ეს წიგნი მოგვითხრობს ხუთი ბავშვის უჩვეულო ისტორიაზე. ისინი ქვიშის კარიერზე გადაეყრებიან ელფს, რომელიც დღეში ერთ სურვილს უსრულებს. ბავშვები ისეთ სურვილებს იგონებენ, რომ მუდამ გაუგებრობაში ეხვევიან და წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. მწერალი ურჩევს მათ: „იყავით ფრთხილები თქვენს სურვილებში, რადგან ყოველ სურვილს უარყოფითი მხარეც აქვს“. პატარა მკითხველი, პერსონაჟებზე დაკვირვებისკვალდაკვალ, თანდათან ხვეწს წარმოსახვის უნარს, ეცნობა ბუნების კანონებს, რეალიზდება საკუთარ ფანტაზიებში და ყოველგვარი ნოტაციის გარეშე აცნობიერებს: რას ნიშნავს გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, მშობლებისა და დედმამიშვილების სიყვარული… ამ წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი.

პრინცესების სასახლე წიგნი და 3D მოდელი

45,95 

ამ საოცარ და სატარებლად მოსახერხებელ ყუთში აღმოაჩენთ წიგნსა და ასაშენებელი სასახლის მოდელს,

სათამაშო ოთახებით, ნამდვილი პრინცესის შესაფერისი საგნებითა და დეტალებით. უმშვენიერესი პრინცესა ჯადოსნურ სასახლეში, მდიდრულ მეჯლისზე წასვლას აპირებს. მასთან ერთად დაელოდეთ ზღაპრულ ეტლს, გააღეთ დიდებული დარბაზის კარი და შეაბიჯეთ მეჯლისზე,