ნანა გოგოლაშვილი
იოსები და ძმანი მისნი
49,95 ₾თომას მანმა 1926 წელს მეტად გაბედული „გონებისმიერი ექსპერიმენტი“ წამოიწყო. მან
გადაწყვიტა, იოსებ ეგვიპტელზე არსებული ბიბლიური ლეგენდის საფუძველზე შეექმნა
რომანების ციკლი – „იოსები და ძმანი მისნი“.
ეს რომანი-ტეტრალოგია, რომელსაც თომას მანი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა,
მწერლის შემოქმედებაში ყველაზე ვრცელი ტექსტია. ალბათ, უპირველესად, მანის სწორედ ამ
ნაწარმოებს გულისხმობდა ენაკვიმატი ბერტოლდ ბრეხტი, როცა ირონიული ღიმილით
აცხადებდა: „ყოველთვის მიყვარდა მისი მოკლე მოთხრობებიო“.
თომას მანმა განავრცო და ხელახლა გადმოსცა იოსების ამბავი, რისთვისაც მის ხელთ
არსებული ყველა თანამედროვე ლიტერატურული საშუალება მოიშველია – „იდეური არსენალიდან
თხრობის ტექნიკამდე“. რაც მთავარია, ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის ზეობის ხანაში
სამშობლოდან გადახვეწილმა გერმანელმა მწერალმა მკითხველი „წარსულის“ უძირო „ჭაში“
ჩაახედა და ანტისემიტიზმის შხამით მოწამლულ თანამემამულეებს უძველეს იუდეურ
ტრადიციასთან დაკავშირებული ბიბლიური ამბავი ახლებურად წააკითხა. ამიტომაც მანს
განსაკუთრებით სწორედ ის ესახელებოდა, რომ ამ ნაწარმოებით „ფაშიზმს მითოსი ხელიდან“
გააგდებინა: მან ხომ რასობრივი უპირატესობის ბოდვითი იდეების ბრბოსათვის შეთითხნილ
ფაშისტურ მითს „იუდეველთა სულიერ სამყაროზე“ დაწერილი რომანი დაუპირისპირა. ალბათ
დიდწილად ამანაც განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელში თომას მანის
დამსახურების უპირობოდ აღიარება.
გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ
პერიოდში, მანის რომანში გაცოცხლებული ძველაღთქმისეული ლეგენდები მკითხველთა
მომდევნო თაობებისთვის ერთგვარი დროითი ხიდი გამოდგა უხსოვარ წარსულსა და მომავალს
შორის; თავად ავტორის თქმით, ტექსტში „წინა პლანზე გადმოინაცვლებს დაინტერესება
ტიპური, მარადსაკაცობრიო, მარადგანმეორებადი, დროის მიღმა არსებული მოვლენებით, ერთი
სიტყვით, მითოსური ამბებით“. აქ მსოფლიოს ყველა მითოლოგია: ებრაული, ბაბილონური, ეგ-
ვიპტური თუ ბერძნული – ერთ „ჭრელ გორგლადაა დაგრაგნილი“. ასე აღმოჩნდება თანამედროვე
მკითხველი არქაულ მითოსთან, როგორც ცხოვრების თავდაპირველ ნიმუშთან და ფორმასთან,
დროის მიღმა არსებულ სქემასთან და ძველთაგანვე დადგენილ ფორმულასთან გაშინაურებული.
თამაში რიოში მარგალიტებით
25,90 ₾ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.
ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება.
ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს.
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი, ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „APPLE“ ჰქვია.