ნიკა სამუშია
ჯეიმსი
19,90 ₾შთამბეჭდავი და განსაკუთრებული რომანია, რომელიც მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“ სრულიად ახალი პერსპექტივიდან წარმოგვიდგენს.
ჯიმი ჰეკ ფინის თავზეხელაღებული ამბების ჩრდილიდან გამოდის და ამჯერად ის იქცევა მთხრობლად.
„1861 წ., მდინარე მისისიპი.
ჩემი ფანქრით დაწერილმა მშვა…“
ჯიმი შემთხვევით ყურს მოკრავს, რომ ნიუ ორლეანში უნდა გაყიდონ და თავის ცოლ-შვილს დააშორონ. გადაწყვეტს, ახლომდებარე ჯექსონის კუნძულს შეაფაროს თავი, სანამ უკეთეს გეგმას არ დასახავს.
ამასობაში, ჰეკ ფინი საკუთარ სიკვდილს გაითამაშებს, რათა ქალაქში დაბრუნებულ მოძალადე მამას აარიდოს თავი. აქ იწყება სახიფათო მოგზაურობა მდინარე მისისიპიზე, „თავისუფალი შტატებისკენ“, რომლებიც მონობაში გატანჯულებს ბუნდოვან თავისუფლებას ჰპირდება. ჯეიმსი და ჰეკი ერთად ცდილობენ, გზა გაიკვლიონ დიდი მდინარის მზაკვრულ წყლებში, სადაც ყოველი მოსახვევი გადარჩენას ან დაღუპვას უქადით.
ჯეიმსს ამ გზაზე ორმაგი ტვირთის ზიდვა უწევს:
სცადოს, ოჯახი დაიხსნას და, იმავდროულად, არავინ გაიგოს მისი ვინაობა. ჯეიმსის ტრაგიკული ოდისეა ახლებურად გაგვაცნობს ჰეკის და ჯიმის ცნობილ დუეტს და სულ სხვა სინათლეს მოჰფენს მათ თავგადასავალს.
ჩეჩნეთის ომი ჩეჩენი ქალები
19,90 ₾2002 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ლტოლვილთა ბანაკებში გატარებულ პერიოდში ჯო საკომ ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი. ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს.
მალტური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი და ჟურნალისტი ჯო საკო ლიტერატურის დოქტორი და გუგენჰაიმის სტიპენდიანტია, რომელიც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად აქვეყნებს გრაფიკულ მოთხრობებსა და რეპორტაჟებს. მისი დოკუმენტური პროზა გამდიდრებულია დინამიური და ექსპრესიული – ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით, შედეგად, საკოს წიგნებს ხშირად თავზარდამცემი ეფექტი აქვს და მასთან ზიარებისას ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სიღრმისეული თხრობისა და გამომსახველობითი ფორმების შესაშური სინთეზის გამო, ჯო საკო ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებლად და კომიქს-ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად.
კიშოტი
30,90 ₾წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება, ბომბეიდან ლონდონამდე და ნიუ იორკამდე წარმოსახვითი გვირაბი გათხარო, გამოიარო, ბავშვობის მოგონებების ნაწილი თან წამოიღო, ზოგი კი უკან მოიტოვო ან, სულაც, ნაღმებივით გზადაგზა მიმოფანტო – ერთ დღესაც თავადვე რომ დაადგა არეული ფეხი.
შეიძლება, ვარსკვლავებს მინდობილმა ნატვრა ჩაუთქვა და ჯეპეტოს ახალი სადარდებელი გაუჩინო – საკუთარი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და სიყვარულის საიდუმლოს მაძიებელი არსება.
შეიძლება, ერთდროულად ორი ადამიანიც იყო – მარადიული ღიმილით სახედადაღული მოხეტიალე მოხუცი ან ჯაშუშური რომანების ავტორი „დონ კიხოტეს“ გადაწერის ამბიციითა და თავის პერსონაჟზე არანაკლები ნაღმებით ფეხქვეშ.
პერსონაჟების კვალდაკვალ ამ გვირაბს კიდევ ერთხელ გაივლის სალმან რუშდი, რომელმაც თხრა მრავალი წლის წინ დაიწყო, უამრავ ნაღმზე გაიარა, სამყარო ორივე თვალით შეისწავლა და მიხვდა – შესაფასებლად ერთიც იკმარებდა.
წყვდიადის მარცხენა ხელი
Original price was: 23,90 ₾.17,92 ₾Current price is: 17,92 ₾.გენლი აი გეთენზე ელჩად წარგზავნილი ადამიანია, რომელმაც ამ ყინულოვანი პლანეტის “ეკუმენში”, დიდ გალაქტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს. ახალ კულტურასთან კავშირის გაბმას მისი უცხოპლანეტელობა ართულებს — გეთენელებს ფიქსირებული გენდერული იდენტობა არ გააჩნიათ და გარეგან სქესობრივ მახასიათებლებსაც თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღით იძენენ. გენლი გეთენზე ჩაფრენისთანავე გაეხვევა პოლიტიკოსებისა და მეფეების მიერ გაბმული ინტრიგების სახიფათო ქსელში და მოუწევს იმის სწავლა, როგორ გადააბიჯოს ამ ფუნდამენტურ განსხვავებებს… როგორ ენდოს გეთენელ ესტრავენს, რომელიც შესაძლოა ამ არასტუმართმოყვარე მიწაზე მისი ერთადერთი მოკავშირეც კი იყოს.
ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და უცხო პლანეტაზე ადამიანური ემოციების კვლევაში სიღრმისეული წიაღსვლებით, “წყვდიადის მარცხენა” ხელი ამაყად იკავებს კუთვნილ ადგილს ინტელექტუალური სამეცნიერო ფანტასტიკის მონუმენტურ ნაშრომებს შორის.
ცხოველების ფერმა
15,90 ₾ეს „საადგილმამულო ფერმა“, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია… სანამ ცხოველები უპასუხისმგებლო, ლოთ მფლობელს, მისტერ ჯოუნსს, არ აუჯანყდებიან.
აჯანყებული ცხოველების მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრა და ფერმის მობინადრეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. გამჭრიახი ტახების მეთაურობით ისინი ახალი სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში აჯანყების დიადი მიზნები და იდეალები იცვლება, იერარქია ფერმაში კვლავ ბრუნდება – სახეშეცვლილი, დამახინჯებული ფორმით.
ჯორჯ ორუელის ალეგორიული რომანი „ცხოველების ფერმა“ ძალაუფლებაზე, სიხარბესა და მანკიერ სახელმწიფო მმართველობაზეა. წიგნი არასოდეს კარგავს აქტუალურობას და ნებისმიერ ასაკში საინტერესო საკითხავია; ხოლო ეს გამოცემა, რომელიც კრის მოულდის შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველს მოხიბლავს.