სამი სხეულის ამოცანა

34,90 

სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში პირველად, აზიელმა ავტორმა მსოფლიო ლიტერატურული ელიტა სრულად დაიმორჩილა. საუკეთესო რომანისთვის მინიჭებული „ჰიუგოს“ პრემია მხოლოდ დასტურია იმისა, რომ ლიუ ცისინის საგა ჟანრის ახალი ეტალონია – წიგნი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი გენიისთვის საზღვრები არ არსებობს. სიუჟეტი 1960-იანი წლების ჩინეთში, კულტურული რევოლუციის სასტიკი რეპრესიების ფონზე იწყება. გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზა „წითელ სანაპიროზე“ ახალგაზრდა ასტროფიზიკოსი, იე ვენძიე, კოსმოსში საბედისწერო და სარისკო სიგნალს აგზავნის. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ქმედებამ დედამიწის მომავალი სამუდამოდ შეცვალა. იდუმალი ვირტუალური თამაში „სამი სხეული“ მხოლოდ გასართობი არაა – ეს არის პორტალი სამყაროში, სადაც სამი მზე სიცოცხლეს ყოველ წამს ქაოსურად ანადგურებს. ვანმა უნდა გაარღვიოს „მეცნიერების საზღვრების“ შეთქმულება, რათა გაიგოს, ვინ არიან ადამიანთა მოდგმის მოღალატეები და რა ელის დედამიწას, როდესაც კოსმოსური უკუთვლა ნულს მიაღწევს. „გელოდებით ჩვენთან! მე დაგეხმარებით ჩვენი სამყაროს დაპყრობაში. ჩვენს ცივილიზაციას აღარა აქვს საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარი. თქვენი ჩარევა ძალიან გვჭირდება“ – ერთი ქალის შურისძიებამ კოსმოსში უპრეცედენტო ექსპედიცია დაძრა. ადამიანთა ტირანია უნდა დასრულდეს, რადგან სამყარო უკვე ტრისოლარს ეკუთვნის. ოთხ-ნახევარი საუკუნე განკითხვის დღემდე – ათვლა უკვე დაწყებულია.

არაფერი

21,95 

„ომის ნანგრევებში, კარმენ ლაფორეტმა, 23 წლის ახალგაზრდა ქალმა, შექმნა ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურული აფეთქების ტოლფასი აღმოჩნდა“. – მარიო ვარგას ლიოსა

კარმენ ლაფორეტის „არაფერი“ ესპანურენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად მიიჩნევა. ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რომანი მოგვითხრობს ობოლი ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც პროვინციიდან ბარსელონაში სასწავლებლად მიემგზავრება.

მდიდარ თანაკურსელებთან ურთიერთობა და ბარსელონას ქუჩებში ხეტიალი ანდრეასთვის ერთადერთი გზაა საკუთარი თავის ხელახლა შესაქმნელად. ეს არის ამბავი ეგზისტენციალური შფოთვით გაჟღენთილი შინაგანი მოგზაურობისა, რომელშიც, ადამიანური ბუნების სიღრმისეულად შეცნობის მცდელობით, კარმენ ლაფორეტი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ინდივიდმა მიაკვლიოს შინაგან თავისუფლებას ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი.