ნაცნობი უცხოები

20,00 

ერიკ სკოტი არის კანზასის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და რუსული,აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ცენტრის დირექტორი.ის ასევე რედაქტორობას უწევს ჟურნალს The Russian Review. ის იკვლევს მრავალეთნიკურობას საბჭოთა კავშირში, მიგრაციისა და დიასპორის საკითხებს.
მისი წიგნი „ნაცნობი უცხოები:ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“ მოგვითხრობს ქართველებზე როგორც საბჭოთა კავშირის შიდა დიასპორაზე, რომელმაც მოსკოვში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
წიგნი გვიყვება, თუ როგორ მიაღწიეს ქართველებმა, სსრკ-ს მოსახლეობის ორიოდე პროცენტმა, ჯერ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ხოლო შემდეგ მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ წარმატებას.
რას ეფუძნება საბჭოთა კავშირში „კარგად ცხოვრების“ ნარატივი, როგორ გახდა ქართული სამზარეულო საყოველთაოდ ცნობილი და საიდან მოდის ქართველების თვით-ეგზოტიზაციის ვნება?
პასუხების ძიებაში ერიკ სკოტი მიმოიხილავს საბჭოთა იმპერიალიზმისა და ქართველების, როგორც „შიდა დიასპორის“, ურთიერთობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც ცენტრსა და სამხრეთულ რესპუბლიკას შორის რთულ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობას განაპირობებდა

პორნოგრაფია

14,95 

“ვიტოლდ გომბროვიჩის რომანი „პორნოგრაფია“ ფილოსოფიური რეალიზმის ნიმუშია, რომლის თხრობაც მეორე მსოფლიო ომის ფონზე, პოლონეთში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ორი შუახნის მამაკაცი დგას. ვიტოლდი და ფრედე რიკი ახალგაზრდა კაროლსა და ჰენიას შორის „ეროტიკული ინტრი გის“ ინსცენირებას ცდილობენ. ფრედერიკი, ნიჰილიზმით შეპყრო ბილი ათეისტი, პროცესის აქტიური მაკონტროლებელია, ვიტოლდი კი მთხრობელი, რომელიც რომანში მოქმედი პირიცაა და მოვლენე ბის მორალური შემფასებელიც. მათი ქმედებები, ერთი მხრივ, ავ ლენს ობსესიურ ლტოლვას ახალგაზრდობისა და ცხოვრების ვნებია ნობისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, ცხადყოფს ძალაუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც მანიპულაციის გზით ხორციელდება. რომანი არ გვთავაზობს მზა პასუხებსა და „მორალურ დასკვნებს“, ის ირონიითა და შიშით მიგვანიშნებს ჩვენში არსებულ იმ ბნელ წერტი ლებზე, რომლებიც ხშირად კულტურის, ეთიკისა და სიყვარულის სახელში ინიღბებიან.”

ქართველი ერის ჩამოყალიბება

20,00 

წიგნი გვიყვება საქართველოს ისტორიას დასაბამიდან 1994 წლამდე და განიხილავს, თუ როგორ იქმნებოდა ქართველი ხალხის იდენტობა და თვითაღქმა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა XIX და XX საუკუნეებს – თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და იმ კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც განსაზღვრა ქართველების როლი და მდგომარეობა.