ქეთი ჩართოლანი
შეცვლის ნება : კაცები მასკულინობა და სიყვარული
20,90 ₾პატრიარქატი ბოროტებაა, რომელსაც სიყვარულით თუ დავამარცხებთ – ეს არის ამ წიგნის მთავარი დებულება, რადგან ადამიანი თავისთავად არის ღირებული და არა იმ როლებისთვის, რომლებსაც ასრულებს ან უნდა ასრულებდეს.
ჩვენი საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილი ეს ტექსტი ინტერსექციური ფემინიზმის ნიმუშია. ის გვეუბნება, რომ პატრიარქატი ყველანაირ სოციალურ ქსოვილში კი არის გამჯდარი, თუმცა მისი ბუნება კულტურიდან კულტურამდე და ათწლეულიდან ათწლეულამდე იცვლება. ამიტომაც არის, რომ კითხვისას რაღაც გვეცნობა და გულს გვტკენს, რაღაც კი უცხოდ ან გადალახულად გვეჩვენება და შვებას გვგვრის.
ეს წიგნი ბეწვის ხიდზე გავლის ფენომენალური მაგალითიცაა. ამერიკელი ბელ ჰუკსი ყველა სქესის, გენდერისა თუ პოლიტიკური მრწამსის მკითხველის განაწყენებას რისკავს და როგორღაც, საბოლოოდ, ყველას გადმობირებას ახერხებს. ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ როლი, რომელსაც ქალები პატრიარქალური კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაში თამაშობენ, რათა პატრიარქატი ქალებისა და კაცების მიერ თანასწორად მხარდაჭერილ სისტემად ვაღიაროთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემით კაცები მეტად ხეირობენ. პატრიარქალური სისტემის ჩამოშლა და შეცვლა ის სამუშაოა, რომელიც კაცებმა და ქალებმა ერთად უნდა შეასრულონ.
გაიქეცი რომ გადარჩე
14,90 ₾აზარი დედასთან ერთად გამორბის თავისი მზიანი, ცხელი სოფლიდან. დედა-შვილის ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება – ტკბილ-მწარე მოგონებებად და გაურკვეველ, გრძელ მოლოდინად ქცეულ აწმყოდ პირქუშ, უცხო ირლანდიაში.
უკან, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება და ღირსების შემლახავი ტრადიციის მორჩილება აზარისთვის სიკვდილის ტოლფასია. არადა თუ ამას არ დაამტკიცებს, უცხო ქვეყანა არ შეიფარებს. ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ დაკითხვებს, ლტოლვილთა თავშესაფარში უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებას… აზარისთვის ერთადერთი სიხარული ახალ მეგობართან ერთად სირბილია. სირბილი კი ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია.
წიგნის ავტორი, ჯეინ მიჩელი ირლანდიაში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პრობლემის მქონე თინეიჯერებთან მუშაობდა. მან ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ორჯერ მიიღო მონაწილეობა დუბლინის 42-კილომეტრიან მარათონში.