Showing all 10 resultsSorted by latest

არაფერი არსებობს, აწმყოს გარდა

12,95 ₾

როგორ შევწყვიტოთ ბრძოლა დინების წინააღმდეგ?

აღმოსავლური ფილოსოფიისა და თანამედროვე დასავლური ფსიქოლოგიის სინთეზით, ალან უოტსი გვთავაზობს ერთგვარ ინსტრუქციას, რომელიც ყოველდღიური თუ ეგზისტენციალური შფოთვებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. ეს წიგნი არის გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურს ცხოვრების ნამდვილი არსი ამოიცნოს, რადგან, საბოლოოდ, არაფერი არსებობს, აწმყოს გარდა.

ქართულად უკვე გამოიცა ალან უოტსის ლექციების კრებული “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა”.

ხელოვანის გზა

24,95 ₾

არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობთ, რამდენი წლის ხართ ან ცხოვრების რომელ გზას ადგახართ, ჯულია კემერონის მსოფლიო ბესტსელერი, „ხელოვანის გზა“ ცხოვრების თქვენი სურვილისამებრ წარმართვაში დაგეხმარებათ.

ჩვენ შემოქმედებითი არსებები ვართ, ამიტომ ჩვენი ცხოვრება ხელოვნების ნიმუშია. პრაქტიკაში მრავალგზის ნაცადი ინსტრუმენტებით კემერონი გვასწავლის, როგორ მივაკვლიოთ ჩვენს შინაგან შემოქმედებითობას და როგორ გამოვიყენოთ ეს უსაზღვრო ენერგია ჩვენი უზენაესი მიზნების მისაღწევად.

ოთხი თანხმობა

14,95 ₾

სამყაროს შესახებ არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს ბავშვობიდანვე ვნებდებით – მაშინ, როცა მათზე თანხმობას ვაცხადებთ. ჩვენს გონებას სწორედ წარმოდგენების ეს სისტემა მართავს, ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას კი გამბედაობა სჭირდება. დონ მიგელ რუიზი, ცნობილი სულიერი მოძღვარი და ტოლტეკური ტრადიციის მემკვიდრე მკითხველს ტოლტეკური სიბრძნის საიდუმლოებებს უზიარებს. რუიზის მიერ შემოთავაზებული ოთხი ახალი თანხმობა დაგანახებთ, რომ ჭეშმარიტებას მიგნება არ სჭირდება, სინამდვილეში, ისე ხელის ერთ გაწვდენაზეა.

ძენი: მარტივი ცხოვრების ხელოვნება

17,95 ₾

სიმშვიდის მოსაპოვებლად არც იაპონიის უძველეს დედაქალაქებში ჩასვლაა აუცილებელი, არც ფუჯის მთაზე ასვლა და არც ოკეანის პირას გადასახლება. სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას საერთოდაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.

კოხტად დააწყვეთ გახდილი ფეხსაცმელები; მოიშორეთ ის, რაც არ გჭირდებათ; იპოვეთ თქვენი საყვარელი სიტყვები; მოიდუღეთ გემრიელი ყავა, ღრმად ამოისუნთქეთ…

ეს წიგნი სწორედ ამაზეა: მარტივ ცხოვრებაზე – ძენის სტილზე. პასუხები, რომლებსაც ეძებთ, აქ არის.

საუბრები ლეოსთან

14,95 ₾

“საუბრები ლეოსთან”” განსაკუთრებული წიგნია – მასში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სადაცაა და რთულიც, იდეალისტურიც და მტკივნეულად რეალურიც. ეს არის ერთი კაცისა და მისი ცოლის ისტორია, რომლებიც სრულიად მოულოდნელი მძიმე განაჩენის წინაშე აღმოჩნდნენ: ქალს უკურნებელი სენი – კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ნაცნობების ხელშეწყობითა და ბედის წყალობით, ჩვენი მიზანდასახული მთხრობელი თანამოაზრე მენტორთა და კონსულტანტთა გუნდს კრებს. მერე ლეოს ხვდება, რომელთან ერთადაც თავისი ცოლის – კლერის განკურნების რთულ საქმეს იწყებს