ანტისაბჭოთა ისტორიები
17,90 ₾
| ავტორი | ოლეგ პანფილოვი |
|---|---|
| მთარგმნელი | მიხეილ ანთაძე |
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2018 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 391 |
| ISBN | 9789941238802 |
არ არის მარაგში
ცნობილი ჟურნალისტის, ოლეგ პანფილოვის სტატიების კრებული „ანტისაბჭოთა ისტორიები“ რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთ უსაშინლეს იარაღს – ტყუილზე დამყარებულ იდეოლოგიურ პროპაგანდას – ეძღვნება. ავტორის განმარტებით, ამ წიგნის მთავარი თემა სიცრუეა, რომელსაც კრემლი სამი ძირითადი ისტორიული ეტაპის – რომანოვების იმპერიის, საბჭოთა ხელისუფლების და თანამედროვე, პუტინის პერიოდის – განმავლობაში პერმანენტულად და ეფექტურად იყენებს თავისი „ველიკოდერჟავნიკული“ მიზნების განსახორციელებლად, მოსახლეობის დასამონებლად, მეზობელი ქვეყნების დასაპყრობად და მსოფლიოში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. კრებული უკვე არაერთ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ამჯერად ამ უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელ „ანტისაბჭოთა ისტორიებს“ ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნობა.
