ეკოლოგია – ჩვენი დროის პრობლემები

25,00 

ავტორი

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

220

ISBN

2549

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

აღწერა

ტრადიციული ეკოლოგიის ძირითადი პრინციპების დახასიათების შემდეგ, წიგნში აღწერილია ბიოსოფეროს უარყოფითი ცვლილება ბოლო საუკუნის განმავლობაში, გაშუქებულია ანთროპოგენური ეკოლოგიური ფაქტორის წარმოშობისა და განვითარების პირობები; ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ლითოსფეროს თანამედროვე მდგომარეობა. სპეციალურ თავებში განხილულია გარემოს უარყოფითი ცვლილებების გავლენა ცოცხალ სისტემებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, აგრეთვე გლობალური ანთროპოგენური მოვლენები, გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრინციპები. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთობის სტრატეგიას, სოციალური ეკოლოგიისა და ადამიანის ეკოლოგიის თანამედროვე საკითხებს. წიგნის III ნაწილი მოიცავს თავებს ეკოლოგიისა და რელიგიის, აგრეთვე ეკოლოგიური ეთიკის აქტუალური საკითხების აღწერით. სპეციალურ თავებში გაშუქებულია ეკოლოგიური ცნობიერების და ეკოლოგიური კულტურის საკითხები, აგრეთვე ეკოლოგიური განათლების თანამედროვე მდგომარეობა. წიგნი გათვალისწინებულია ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემებით დაინტერესებული პირებისათვის.