ექსპერიმენტი

18,30 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

330

ISBN

9789941278525

მარაგში

არტიკული: 15 კატეგორია:
აღწერა

წიგნში მოცემულია პირველი რესპუბლიკის შექმნის კონტექსტი (პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის რევოლუცია) და განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკა, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი აღწერს იმ რეფორმებს, რომლის გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის არასრულ სამ წელიწადში (მაგ. აგრარული რეფორმა) და ასევე განიხილავს პროფესიონალური კავშირებისა და კოოპერატივების მდგომარეობას. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში 1920 წელს. იმ პერიოდისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, თუმცა დღეს სპეციალისტების გარდა, ცოტა ვინმემ თუ იცის ამის შესახებ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ავტორისთვის ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ის მიიჩნევს და წიგნში ადასტურებს, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპული ფენომენი იყო და მაგალითიც კი, იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის.