ვარსკვლავების მდინარე (9-10 წლიდან)

8,90 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

206

ISBN

9789941307270

წიგნის სერია

მოსწავლის ბიბლიოთეკა

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

არტიკული: 2471 კატეგორია:
აღწერა

ჯადოსნური სამყარო, რომელშიც „ვარსკვლავების მდინარის” პერსონაჟები ცხოვრობენ, ქართველმა საბავშვო მწერალმა და მხატვარმა, ელისო ჩუბინიშვილმა, შექმნა და საკუთარი ილუსტრაციებით გააფორმა. ჩაჩალასთან და მის მეგობრებთან ერთად წიგნის ფურცლებზე მოგზაურობა ბავშვებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

ჩიტისკუდა გოგონა დოდორა ფრინველ გუგულასთან ერთად მაღალ ხეზე მოწყობილ ბუდეში ცხოვრობს, ტყის მცენარეებს უვლის და თავის მეგობრებთან: ჩაჩალასთან, დარისთან, ლელისთან და ომბლთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. ერთ დღეს ჩაჩალა მთაში გამგზავრებას და იქ გადამალული ხელშეუხებელი განძის პოვნას გადაწყვეტს. ის მთის სახიფათო ბილიკებსა და კლდეში გამოკვეთილ გვირაბებს მიჰყვება, ტყეში დარჩენილი დოდორა კი მონატრებულ მეგობარს ელის…

მოსწავლის ბიბლიოთეკის სერია, რომელსაც “ვარსკვლავების მდინარე” მიეკუთვნება, ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა: 6 წლიდან, 7-8 წლიდან, 9-10 წლიდან, 11-12 წლიდან და 13-14 წლიდან. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.