მეგაპოლისი და ფიზიკური პირები

14,95 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

326

ISBN

9789941357817

მარაგში

SKU: 98488 კატეგორია:
აღწერა

ერთმა დიდმა ლიტერატორმა (ბორხესმა) ბრძანა: მხატვრულ ტექსტად სულ ოთხი ამბავი იწერება და ეს ამბებიაო: ამბავი წასვლის, ამბავი მოსვლის, ამბავი შეხლა-შემოხლის (მოსვლის მერე), და ამბავი დასჯისო. რომ გადახედოთ აქადე წაკითხულ მხატვრულ ლიტერატურას, ამ დასკვნამდე ნებისმიერი მიხვალთ. დავით ქართველიშვილის ეს რომანი-ბმულიც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხოლოდ იმ წასვლაზე, გარიდებაზე, გაქცევაზეა(ოჯახი, ქალაქი, კონტინენტი+ენა, მამული, სარწმუნოება), საიდანაც ალბათ იწყება ყოველი ადამიანის ნამდვილი გზა და ჭეშმარიტი ცხოვრება… სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს თუ რა რეალური და შინაგანი აღამართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს, ეს მაღალ-ოსტატურადაა მოთხრობილი ამ ყოველხმრივ დაქსესილ რომანში. ბმულები ტექსტს უამრავი აქვს, იქნება ეს – მწვავე-ემოციური ბმები შორეულ და არცთუ შორიახლო წარსულთან, რომლის გარეშეც ეს აწმყო არ შედგებოდა, თუ ამ აწმყოს სამომავლო მეტაფიზიკური ბმულ-გრადაციები. ერთი შეხედვით, პარალელური ისტორიების დაშლილ ფაზლს, ერთ დიდ მონუმენტურ ეპისტოლარულ ამბავზე ამყნობს ავტორი სკრუპულოზური სიზუსტით და ტექსტიც შიგნიდან გამუდმებით ვიბრირებს – როგორც ბრწყინვალე საგა-შედევრი წასვლაზე, საკუთარ თავში მოსვლაზე, დიდ შინაგან აყალმაყალზე და საბოლოო გადარჩენაზე!