კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები

Original price was: 150,00 ₾.Current price is: 105,00 ₾.

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

351

ISBN

9789941345821

მარაგში

აღწერა

„კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები“
მოცემული სახელმძღვანელო არის პირველი ქართულენოვანი, ყოვლისმომცველი რესურსი, რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და ქვეყანაში ამ დარგის განვითარებას.
იგი სრულად თავსებადია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ ხარისხსა და სანდოობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოს რეცენზორები არიან ქვეყანაში მოცემული სფეროს წამყვანი ექსპერტები – გიორგი პირველი და ანზორ მეხრიშვილი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ღირებულებას.
შემავალი საკითხები
• ინფორმაციული უსაფრთხოების ისტორია და ევოლუცია
• კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი და ეთიკური საკითხები
• კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება: განსხვავებები და მსგავსებები
• უსაფრთხოების საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციები
• საერთაშორისო სტანდარტები და მარეგულირებელი ორგანოები
• ინფორმაციული უსაფრთხოების წამყვანი კანონები და სტანდარტები (საერთაშორისო, რეგიონალური, ლოკალური)
• სფეროს გამოწვევები და საქართველოს კონტექსტი
• კრიპტოლოგია და სტეგანოგრაფია
• ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები
• კიბერსაფრთხეები, მოწყვლადობები და მათი მართვა
• იდენტიფიკაცია, ავთენტიფიკაცია, ავტორიზაცია
• ინციდენტებზე რეაგირება და ბიზნესის უწყვეტობა
• მონაცემთა დაცვა, სარეზერვო ასლები და განადგურება
• საფრთხის მოდელირება და ნულოვანი ნდობის არქიტექტურა
• მავნე პროგრამები, ეთიკური ჰაკინგი, სოციალური ინჟინერია
• ქსელური, ღრუბლოვანი და აპლიკაციების უსაფრთხოება
• ხელოვნური ინტელექტი და IoT უსაფრთხოება
• კიბერჰიგიენა და ცნობილი კიბერდანაშაულის შემთხვევები
ეს წიგნი თქვენი სანდო მეგზურია ციფრულ სამყაროში. ის გთავაზობთ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თავი დაცულად იგრძნოთ ციფრულ სივრცეში. სახელმძღვანელო მოიცავს კიბერუსაფრთხოების მეცნიერებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების დარგის ყველა საკვანძო საკითხსა და ასპექტს, რაც მას უნივერსალურ რესურსად აქცევს როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.