კლასობანა

32,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

602

ISBN

9789994054084

მარაგში

აღწერა

1998 წლის გაზაფხულზე, ჩემი მეგობრების ხელიდან ხელში გადადიოდა წიგნი, რომელმაც თავის დროზე გაყიდვების რეკორდიც მოხსნა, კრიტიკოსების აღიარებაც მოიტანა და ესთეტური რევოლუცია მოახდინა თაობებზე.
ეს იყო ლიტერატურის კერპის – ხულიო კორტასარის “კლასობანა”, რომლის ერთადერთ ეგზემპლარს, ძალდატანებით ვუთმობდით ერთმანეთს და ნიშნის მიცემის თუ ემოციების გაზიარების მიზნით, ფურცლებს შორის ხან ყვავილს, ხან ნახატს, სავიზიტო ბარათს და სიგარეტის ღერებს ვტოვებდით.
ეს გავლენების წიგნია, სიტუაციური და განწყობის შემქმნელი. ეს 60-70 იანი წლების ყველაზე ალტერნატიული ლიტერატურული თამაშია, რომელშიც ყველა ერთდროულად იყო ჩაბმული.
“კლასობანა” თუ არ წაგიკითხავს, ვერ მიხვდები: რა ხიბლი აქვს კითხვის პროცესს; როგორ შეიძლება ფურცელზე ჟღერდეს მუსიკა; გახდე ფაბულის უშუალო მონაწილე; შეგიპყროს სურვილმა – იმავე კაფეში იჯდე, სადაც ისინი სხედან, გეცვას მათ მსგავსად და მთავარ მოქმედ გმირებს თანაუგრძნობდე; სახლში გეჩქარებოდეს და მყუდროდ მოკალათებული კითხვას აგრძელებდე.
“კლასობანა” თუ არ წაგიკითხავს, ნიშნავს – ლიტერატურის ყველაზე საინტერესო თამაშს დააკლდი. ერთდროულად, – მხიარულს და სევდიანს. ჩვენ რუსულად წავიკითხეთ “კლასობანა”. თქვენ გაგიმართლათ. გაგიმართლათ იმიტომ, რომ ხელში გიჭირავთ – “კლასობანას” ქართული თარგმანი.

ნესტან-ნენე კვინიკაძე მწერალი და ჟურნალისტი