კოშკი პირენეებში
10,00 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
153 |
ISBN |
9789941027185 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
რა არის ადამიანი, სტეინ? რამდენად ხშირად გახსენდება, რომ შენი ბარძაყის ან მკლავის მგრძნობიარე კანის თხელი ქსოვილის ქვეშ სისხლი და ხორცია? ოდესმე თუ გიცდია წარმოგედგინა, როგორი შესახედავია შენი შიგნეული და ნაწლავები – შიგნიდან და არა გარედან? მაგრამ ნუთუ ის, რასაც იქ დაინახავ, შენ ხარ? სად მოათავსებდი შენს ცენტრს, ანუ იმ ყველაფერს, რასაც ამბობს, ფიქრობს და ოცნებობს შენი მე? შენს ნაღვლის ბუშტში თუ ელენთაში? გულში თუ ნერვებში? იქნებ თორმეტგოჯა ნაწლავში? ან, ეგებ, ეს არსება სულში უნდა ვეძებოთ, იმაში, რაც არის, რადგან სხვა დანარჩენი არაფერია, თუ არა საათის წიკწიკი და ქვიშის მარცვლების ცვენა მინის კოლბაში.
იმ დიდ საიდუმლოს, რომელიც ჩვენ ვართ, მხოლოდ სხეულებრივი თუ მატერიალური ახსნა ვერ ექნება. შესაძლოა ჩვენ უკვდავი სულებიც ვართ და, ეგებ, სწორედ ეს შეადგენს ჩვენი არსების გულისგულს. სხვა დანარჩენი – ვარსკვლავები და დინოზავრები – მხოლოდ გარეგანი ნამსხვრევებია. თვით მზემაც არ იცის უფრო მეტი, ვიდრე გომბეშომ, და თვით გალაქტიკასაც არ ესმის უფრო მეტი, ვიდრე ტილს. მათ სხვა არაფერი ძალუძთ, მათთვის გამოყოფილ დროში წვისა და ტრიალის გარდა.