მეამბოხე
17,00 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
471 |
ISBN |
9789941443831 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
„ერთმა არჩევანმა შეიძლება შეგცვალოს ან გაგანადგუროს, მაგრამ ყველა არჩევანს მოჰყვება შედეგი“. როცა ფრაქციები ქაოსითაა მოცული, როცა ტრის პრაირს მოსვენებას არ აძლევს კითხვები გლოვასა და მიტევებაზე, იდენტობასა და ერთგულებაზე, პოლიტიკასა და სიყვარულზე, მან უნდა სცადოს საყვარელი ადამიანებისა და საკუთარი თავის გადარჩენა. ინიციაციის დღე ტრისს თავის არჩეულ ფრაქციასთან ერთად უნდა ედღესასწაულა, მაგრამ ეს დღე ენით გამოუთქმელი საშინელებით დასრულდა. ომი იწყება, ფრაქციების იდეოლოგიებს შორის კონფლიქტი ღვივდება. ომის დროს კი ირჩევენ მხარეს, მჟღავნდება საიდუმლო, მიღებული გადაწყვეტილებები კი მტკიცე და შეუცვლელი ხდება. გაკეთებული არჩევანით გარდასახულმა, დარდითა და დანაშაულის გრძნობით სავსემ, ახალი აღმოჩენებითა და ცვალებადი ურთიერთობებით გარემოცულმა ტრისმა უნდა გაითავისოს თავისი განსხვავებულობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას გაუცნობიერებელი დანაკარგი მოჰყვება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი ავტორის, ვერონიკა როთის დისტოპიური სერიის, „განსხვავებულის“ მეორე წიგნი – „მეამბოხე“ კიდევ ერთი მომაჯადოებელი ისტორიაა, სავსე მოულოდნელი ცვლილებებით, გულის ტკივილით, სასიყვარულო ურთიერთობითა და ადამიანის ბუნების საოცარი გამოვლინებით.