მეთერთმეტე საუკუნის ქართული ჯვარ გუმბათოვანი ძეგლების პროპორციები
5,00 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
90 |
ISBN |
9789941441318 |
მარაგში
ეს წინასიტყვაობა არ არის დაწერილი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის
სპეციალისტის მიერ და მასში მოყვანილი ზოგიერთი მოსაზრება, შესაძლოა, სადავოც კი იყოს.
ჩემი სპეციალობა თანამედროვე საერთაშორისო არქიტექტურაა, თუმცა წინამდებარე წიგნმა
ჩემი ყურადღება მაინც მიიპყრო – მასში წარმოდგენილი დებულებების დამაჯერებლობისა და
ავტორის კეთილსინდისიერი, მეცნიერულად დასაბუთებული დამოკიდებულების გამო.
წიგნი წარმოადგენს ავტორის მიერ 1998 წელს დიდი წარმატებით დაცული
დისერტაციის საჯარო პუბლიკაციას, წიგნის ფორმატისთვის რედაქტირებულ მის ვერსიას.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს რედაქცია ავტორის გარეშე გაკეთდა – ცხოვრებიდან მისი
სრულიად ადრეულ ასაკში წასვლის გამო, შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების გაფურჩქვნის
ხანაში, მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა ვიცოდით, მაგრამ მისგან არასოდეს გვსმენია, რომ
უკურნებელი სენი დიდხანს აწუხებდა. იმ ორი ათეული წლის განმავლობაში არც ერთ
ჩვენგანთან არასოდეს დაუჩივლია, არ უგრძნობინებია ის დარდი, რომელსაც იგი გულის
სიღრმეში უთუოდ ატარებდა. მაიას ნათელი, ყოველთვის მომღიმარე სახე, მისი დიდებული
პიროვნება მუდამ ჩვენთან დარჩება. ეს წიგნი მაიას ხანმოკლე, მაგრამ ბრწყინვალე ცხოვრების
ღირსეული დანატოვარია.
ჩემი დაკვირვებით, მაია კაჭარავას ნაშრომი „XI საუკუნის ქართული ჯვარ-გუმბათოვანი
ძეგლების პროპორციები“ მრავალმხრივაა მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ქართული
არქიტექტურის თეორიასა და ისტორიაში შენობა-ნაგებობათა პროპორციების საკითხს
ყოველთვის სათანადო ყურადღება ეთმობოდა, მაგრამ მაია კაჭარავამ შემოგვთავაზა
არქიტექტურული პროპორციების კვლევის მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდის ახალი
ცდა.
მან ასახა როგორც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების მიერ ჩატარებული კვლევები,
განსაკუთრებით კი დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროფ. ჰ. მოსულიშვილის მიერ
ქართული ხუროთმოძღვრების შემოქმედებითი მეთოდებისა და არქიტექტურულკომპოზიციური კანონზომიერების სისტემატიზებული და საფუძვლიანი შესწავლის შედეგები,
ასევე პროპორციულობის თეორიაში დაგროვილი უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება.
იგი წიგნის პირველ თავშია გადმოცემული, მეორეში კი ავტორი გვთავაზობს არქიტექტურის
პროპორციების კვლევის სინთეზურ-გრაფიკულ მეთოდს, რომელსაც საფუძვლად წრეწირის
ტოლ ნაწილებად დაყოფა უდევს. ავტორმა იგი XI საუკუნის ქართული ჯვარ-გუმბათოვანი
ტაძრების გუმბათის გარე დიამეტრს მიუყენა და ძეგლის ხაზოვანი და სიბრტყითი
ელემენტების თანაზომიერება დაადგინა. ამ მეთოდის გამოყენებით, წიგნის მესამე თავში მაია
კაჭარავა იკვლევს XI საუკუნის პირველი მესამედის ისეთ ძეგლებს, როგორებიცაა
სვეტიცხოველი და ალავერდი, და მათი პროპორციების ზუსტ მათემატიკურ მოდელებს ქმნის.
წიგნის მეოთხე თავი საუკუნის მეორე მესამედიდან XII საუკუნეს გასწვდება და იხილავს
სამთავისს, სამთავროს და გელათს, რაც ასევე მოდელებით მთავრდება.
აღსანიშნავია ნაშრომის გვირგვინი – ხუროთმოძღვრული ძეგლების პროექტირების
ალგორითმის ბლოკ-სქემა. ქართული ძეგლების სიღრმისეული შესწავლისას მკვლევრებს
საშუალება მიეცემათ მიუყენონ ბლოკ-სქემა არსებულ ანალითურ კომპიუტერულ პროგრამებს,
ან ახალი, სპეციფიკური პროგრამები დაამუშაონ.
4
სამწუხაროა, რომ მაია კაჭარავას თავად აღარ მიეცა საშუალება დღეს, საინფორმაციო
ტექნოლოგიების განვითარების არნახული დაჩქარების ხანაში, თვითონვე მოესინჯა საკუთარი
მოდელები ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ძეგლების, და არა მარტო მათი – კვლევების
უახლესი, მკვეთრად გაზრდილი შესაძლებლობების ტექნოლოგიებისადმი. დარწმუნებული
ვარ, რომ ამ წიგნის გამოცემით თანამედროვე თაობის მკვლევრები, რესტავრატორები,
არქიტექტორები და ძეგლთა დაცვის სპეციალისტები ამ შესაძლებლობებს გამოიყენებენ და
ყოველთვის მადლიერებით მოიხსენიებენ ალგორითმის დამუშავების და ბლოკ-სქემის
ავტორსაც, რომელმაც სათანადო წვლილი შეიტანა ქართული კულტურის ძეგლების შესწავლის
ეროვნული მნიშვნელობის საქმეში.
დისერტაციის დაცვიდან 1ნ წლის შემდეგაც კი ნაშრომს აქტუალობა არ დაუკარგავს,
რადგან მაია კაჭარავას მიერ შექმნილი ბლოკ-სქემები კლასიკურ მათემატიკურ მოდელებსა და
არქიტექტურული ჰარმონიის კანონზომიერებების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას
ემყარება. ვისურვებდი, რომ ამ წიგნს გასცნობოდა არა მხოლოდ პროფესიონალთა ვიწრო წრე,
არამედ ფართო კულტურული საზოგადოება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ასეთ ღრმა,
დამაჯერებელ და ეროვნული სულით გამსჭვალულ სპეციალიზებულ სამეცნიერო
ლიტერატურას.