სტილისტური სავარჯიშოები

16,95 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

121

ISBN

9789941118630

მარაგში

SKU: 39521 კატეგორია:
აღწერა

მეოცე საუკუნის თვალსაჩინო ფრანგი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი რემონ კენო (1903 -1976) ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია პატაფიზიკის სფეროში. ის არის ,,პოტენციური ლიტერატურის სახელოსნოს” დამაარსებელი, ,,პლეადის ენციკლოპედიის” დირექტორი. მისი წამოწყებულია ფრანგული ენის რეფორმა და ამასთანაა დაკავშირებული მისი ექსპერიმენტები ლიტერატურაში – სხვადასხვა ლიტერატურული ხერხისა თუ სასაუბრო მეტყველების, ჟარგონის, არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების გამოყენება.

,,სტილისტური სავარჯიშოები” სწორედ ამის ნიმუშია. მგზავრებით სავსე პარიზის ერთ-ერთ ავტობუსში მომხდარი სრულიად უბრალო ამბავი სხვადასხვანარადაა მოთხრობილი. კენო იყენებს ნაირ-ნაირ ლიტერატურულ ხერხს, სამეცნიერო თუ პროფესიულ ჟარგონს – ბოტანიკურს, ზოოლოგიურს, გასტრონომიულს, ალგებრულს, ფილოსოფიურს, ასევე სასაუბრო მეტყველებას თუ დახვეწილ და მაღალფარდოვან სტილს. საბოლოოდ ვიღებთ ნაწარმოებს, რომლის მიკუთვნება რომელიმე ჟანრისთვის შეუძლებელია.