საერთაშორისო სამართალი
49,00 ₾
ავტორი |
კ.კ. გასანოვი, ი.ა.კუზნეცოვი დ.ა.ნიკონოვი, რ.ა.კალამკარიანი, დ.დ.შალიაგინი |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
411 |
ISBN |
9789994098576 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
სახელმძღვანელოში მოკლედ და სისტემატიზებული სახით არის გადმოცემული საჯარო სამართლის საერთაშორისო კურსი _ როგორც ზოგადი საკითხები, ასევე თემატიკა ცალკეული დარგების მიხედვით.
მათ შორის: საერთაშორისო სამართალის ცნება და წყაროები; საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და სუბიექტები; თანამედროვე საერთაშორისო სამართალში სამართლის უზენაესობის კონვენცია; საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონფერენციების შექმნისა და მოღვაწეობის ისტორია; საერთაშორისო შეთანხმებებისა და საგარეო ურთიერთობათა სამართალი; პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში.
ვინაიდან შესაბამის ნაშრომებში საერთაშორისო სამართლის ძირითადი ცნებები (სუბიექტები, პრინციპები და ა.შ.) საკმაოდ ვრცლად და მაღალ თეორიულ დონეზეა გაშუქებული, ძირითადი ყურადღება ისეთ დარგებს ეთმობა, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები, საერთაშორისო უშიშროების სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და სხვ.
მისი მომზადების დროს გამოყენებული იქნა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგებს – საზღვაო, საჰაერო, კოსმოსურ, სისხლის სამართლის, ჰუმანიტარულ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, საერთაშო-რისო საბაჟო სამართალს.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია სტუდენტებისა (მსმენელებისა და კურსანტებისთვის) და იურიდიული პროფილის უმაღლესი პროფესიული განათლების საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც უშუალოდ `საერთაშორისო სამართლის~ კურსის შესასწავლად, ასევე ჩათვლებისა და გამოცდების მომზადებისთვის. სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისგან: ზოგადი და განსაკუთრებული. სასწავლო მასალის გადმოცემის ხერხი პროფესორ-მასწავლებლების მიერ `საერთაშორისო სამართ-ლის~ (`საერთაშორისო საჯარო სამართალი~) დისციპლინაში ლექციების კურსების დამუშავების საშუალებასაც იძლევა.