სამდინარო-საზღვაო ნაოსნობა საქართველოში

24,95 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

368

ISBN

9789941504464

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 2098 კატეგორია:
აღწერა

ეს წიგნი საქართველოში სამდინარო-საზღვაო ნაოსნობის 2500-წლიან გზაზე გვიამბობს, რომელიც მორში ამოჭრილი ნავებით დაიწყო და მექანიკურძრავიანი გემების აშენებით დასრულდა.

აქ შეხვდებით ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, როგორიცაა მდინარე რიონზე ვიკინგებისა და ოსმალების ხელმოცარული ლაშქრობები, ბრძოლა თურქ კონტრაბანდისტებთან კავკასიის სანაპირო წყლებში, მენავეობა-მეტივეობის დასაწყისი საქართველოში და რიონზე გამართული სანიჩბო ფლოტილიის საბრძოლო მოქმედებები ყირიმის ომის დროს – ეს ამბები წიგნში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა მოთხრობილი.

გამოცემაში ასევე გიამბობთ პროექტზე, რომელიც მტკვარზე პორტის გახსნას უკავშირდებოდა, სამგზავრო კატარღებზე, რომლებსაც საქალაქო ტრანსპორტის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და თბილისის ზღვაში მოცურავე სამგზავრო გემებზე, რომელთაც ტრაგიკული ბედი ხვდა წილად.