სამი მეგობარი
14,90 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
422 |
ISBN |
9789994054473 |
მარაგში
ერიხ მარია რემარკი 1898 წელს გერმანიის ქალაქ ოსნაბრუკში დაიბადა.
პირველ მსოფლიო ომში ის დასავლეთის ფრონტზე გააგზავნეს ჯარისკაცად, სადაც ყუმბარის აფეთქების შედეგად მრავალჯერადი ჭრილობები მიიღო.
ომის დამთავრების შემდეგ რემარკმა მცირე ხნით დაწყებითი სკოლის მასწავლებლად იმუშავა, რის შემდეგაც ჟურნალისტიკით დაკავდა და რამოდენიმე ნაკლებად ცნობილი გაზეთის რედაქტორი იყო. ამ დროს ჩნდება მისი პირველი მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებებიც.
1929 წელს გამოიცა “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, რომელმაც რემარკს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამას ხელი 1930 წელს გადაღებულმა ჰოლივუდურმა ეკრანიზაციამაც შეუწყო.
1933 წელს ჰიტლერის რაიხსკანცლერად დანიშვნის მეორე დღესვე რემარკმა მიატოვა სამშობლო და შვეიცარიაში ემიგრირდა. ამასობაში გერმანიაში მისი წიგნები აკრძალეს და აუტოდაფეზე დაწვეს.
1939 წელს რემარკი აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის დიდი აღიარებით სარგებლობდა. გერმანიაში ის არც ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნებულა და 1947 წელს ამერიკული მოქალაქეობა მიიღო. ცხოვრების ბოლომდე ის მონაცვლეობით აშშ–ში და შვეიცარიაში ცხოვრობდა.
“სამი მეგობარის” წერა რემარკმა 1932 წელს დაიწყო და 1936–ში დაამთავრა. წიგნი მის პირველ მეუღლეს ილზე იუტა ზამბონას ეძღვნება. “სამი მეგობარი” 1937 წელს რამოდენიმე არაგერმანულენოვან ქვეყანაში (აშშ, ინგლისი, არგენტინა, სკანდინავიური ქვეყნები) ერთად გამოიცა. ერთი წლით შემდეგ გამოვიდა ამსტერდამში გერმანული გამოცემა, ხოლო თავად გერმანიაში წიგნი მხოლოდ 1951 წელს დაიბეჭდა.
1938 წელსვე გადაიღეს ჰოლივუდური ეკრანიზაცია, რომლის სცენარის ავტორი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი იყო.