სანახაობის მომწყობი

9,90 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

172

ISBN

9789941232909

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

აღწერა

“სანახაობის მომწყობი” გამოჩენილი ავსტრიელი პროზაიკოსისა და დრამატურგის, თომას ბერნჰარდის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ეს არის პიესა თეატრზე, მსახიობის პროფესიაზე, ზოგადად, კულტურის ინდუსტრიაზე, მის ყალბ ბრწყინვალებაზე, მაყურებლის უკულტურობასა და სახელმწიფოს უუნარობაზე. ნაწარმოების მთავარი გმირის მონოლოგები სავსეა ზიზღით, დაცინვით, უკმაყოფილების გამომხატველი, შეურაცხმყოფელი გამოთქმებით, რომელიც მიმართულია სხვა მოქმედი გმირების, უკულტურო მაყურებლის, პროვინციელების, მთელი საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისაკენ. სახელმწიფო არტისტი ბრუსკონი თავის საკაცობრიო კომედიას – „ისტორიის ბორბალს“ – პროვინციის სცენაზე დგამს და სპექტაკლის ჩაშლით იმუქრება, თუ სახანძროს უფროსი პიესის ბოლოს სრული წყვდიადის უფლებას არ მისცემს. ბრუსკონს ამ სურვილს კი უსრულებენ, მაგრამ წარმოდგენა მაინც ვერ შედგება, რადგან თეატრში მოსულ ხალხს იმის ცქერა უფრო აინტერესებს, როგორ იწვის გარეთ ეკლესია, რომელსაც მეხი დაეცა.