სოციოლოგია იურისტთათვის
33,00 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
464 |
ISBN |
9789994098583 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო `სოციოლოგია იურისტებისათვის~ არის მკაცრად სტრუქტურირებული და სისტემატიზებული მთლიანი კურსი, რომელიც შეესაბამება სასწავლო დისციპლინის `სოციოლოგიის საფუძვლების~ შესახებ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის ახალ მოთხოვნებს.
წიგნში მოცემულია დიდაქტიკურ-ილუსტრირებული მასალა. გადმო-ცემის ლოგიკა აგებულია სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით.
წიგნში მოცემულია დანაშაულებების სხვადასხვა თეორიის ანალიზი, რომლებიც ხსნიან მათ გენეტიკურ კავშირს საერთო სოციოლოგიურ კანონზომიერებებთან და კატეგორიებთან, სტუდენტებს დაეხმარება კრიმინოლოგიის შესაბამისი თემების შესწავლაში.
წიგნში მოყვანილი მაგალითების დიდი ნაწილი დაკავშირებულია დანაშაულებებთან და ისეთ სოციალურ ჯგუფებთან, როგორიც მსჯავრდებულებია. ეს, რა თქმა უნდა, არაა შემთხვევითი. პირველი – მომავალ იურისტებს წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ დანაშაულის სოციალურ ბუნებასა და დამნაშავე ფენის ჩვეულებებზე. მეორე – სხვადასხვა მიზეზთა გამო მსჯავდებულთა სოციალური სტრუქტურის თანასაზოგადოება უფრო გამჭვირვალეა, ან, ფილოსოფიურ ენაზე რომ ვთქვათ, მჟღავნდება `სუფთა სახით~. ამიტომ აღნიშნული საზოგადოება სოციო-
ლოგიური ანალიზისათვის ფრიად ხელსაყრელი მოდელია. მესამე – და ეს არის მთავარი, მოცემული უნიკალური ფენის მაგალითზე სტუდენტები თვალსაჩინოდ დარწმუნდებიან იმაში, რომ სოციოლო-გიური კანონზომიერებები ობიექტურია და მოქმედებენ ყველგან – სკოლაში, პარლამენტში, ციხეში და მათი გამოვლენის სპეციფიკა დამოკიდებულია სოციალური პირობების სპეციფიკაზე.
აღნიშნული დამხმარე სასწავლო თვალსაჩინოება სრულად ხსნის სოციოლოგიის კურსის ძირითადი თემების შინაარსს, რომელიც სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებითაა განსაზღვრული.
სახელმძღვანელო შედგება თოთხმეტი თავისაგან, რომელიც გაერთიანებულია ოთხ ნაწილში. ცალკე თავად არის წარმოდგე-ნილი ქართული სოციოლოგიის ზოგადი მიმოხილვა.
პირველ ნაწილში განხილულია სოციოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია და მისი, როგორც მეცნიერების დახასიათება: საგანი, ობიექტი, მეთოდები და ფუნქციები.
მეორე ნაწილი მიძღვნილია საზოგადოებისა და პიროვნების პრობლემებისადმი. აქვე განხილულია `კულტურის~, `ოჯახის~, ცნების სოციალური შინაარსი, საოჯახო-საქორწინო ურთიერთო-ბების დახასიათება.
მესამე ნაწილში ანალიზდება საზოგადოების სტრუქტურა როგორც სოციალური სისტემა და მასში მიმდინარე პროცესები.
მეოთხე ნაწილი წარმოდგენას გვაძლევს კონკრეტული სოციოლოგიური გამოკვლევების ძირითად მეთოდოლოგიასა და მეთოდიკაზე.
ყველა ნაწილს გასდევს ნათელი მაგალითები და ილუსტრაციები, რაც, უსათუოდ, ხელს უწყობს სასწავლო მასალის საფუძვლიან ათვისებას, ხოლო იმისათვის, რომ სტუდენტებმა დამოუკიდებლად შეამოწმონ როგორ აითვისეს შესწავლილი მასალა, თითოეულ პარაგრაფს მისადაგებული აქვს საკვანძო სიტყვები და გამოთქმები, ხოლო თითოეულ თავს – საკონტროლო კითხვები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია იურიდიული უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე სოციოლოგიის, კრიმინოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.