ტრაქტატი ფერწერის შესახებ

28,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

360

ISBN

9789941975905

არ არის მარაგში

აღწერა

„ტრაქტატში ფერწერის შესახებ“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა, ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წწ.) ამტკიცებს ფერწერის, როგორც მეცნიერების, უპირატესობას ქანდაკებასთან, მუსიკასთან და პოეზიასთან შედარებით; აყალიბებს შუქ-ჩრდილების თეორიას, ადამიანის თვალით აღქმული განათებისა და სიბნელის ძირითად პრინციპებს; აკვირდება, თუ როგორ ცვლის პერსპექტივას თვალსა და ობიექტს შორის მოქცეული ჰაერი; ლეონარდო პირველია, რომელიც ხსნის, თუ როგორ წარმოიქმნება ცის სილურჯე; მისი ტრაქტატი შეიცავს მინიშნებებს დედამიწის სფეროსებრი ფორმის შესახებ; ლეონარდო სწავლობს ხეების ზრდის კანონზომიერებებს, აკვირდება ქსოვილებსა და მათ თვისებებს, იკვლევს ჰორიზონტის აღქმის თავისებურებებს. მკვლევრები გამოთქვამენ აზრს, რომ ტრაქტატი ლეონარდოს ქმნილებების გაგებისთვის საუკეთესო ავტოკომენტარია. წიგნი დღესაც იპყრობს ხელოვნებისა და მეცნიერების ისტორიით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას.