ტყუილის ანატომია

19,00 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

232

ISBN

9789994054923

მარაგში

SKU: 15510 კატეგორია:
აღწერა

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანი ყოველთვის და
ყველგან იტყუებოდა. თითოეული ჩვენგანი არაერთხელ
მოუტყუებიათ და თითოეულს არაერთხელ გვითქვამს ტყუილი.
ვატყუებთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ნაცნობებსა და
თანამშრომლებს, მტრებსა თუ მოშურნეებს; და ცხადია, ისინიც
გამუდმებით გვატყუებენ ჩვენ. ზოგი ტყუილი კეთილი ზრახვებით
არის ნაკარნახები, ზოგი – ზრდილობით, ზოგიც – ანგარებით.
ტყუილი შეჭრილია საზოგადოებრივი ურთიერთობების ყოველ
შრეში, საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში. დაბეჯითებით შეიძლება
ითქვას, რომ ის ადამიანის თანმდევი ფენომენია.
სწორედ ამ ფენომენის სხვადასხვა მხრიდან დანახვა არის
წინამდებარე წიგნის მიზანი.
როგორ უყურებს ტყუილს ბიბლია? რას ფიქრობდნენ ტყუილის
შესახებ ანტიკური ფილოსოფოსები ან, მოგვიანებით, კანტი, რუსო
და ნიცშე? რა აქცევს გამონათქვამს ტყუილად: მთქმელის განზრახვა
თუ გამონათქვამის რეალობასთან შეუსაბამობა? რატომ და როგორ
იტყუებიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები? შესაძლებელია კი
ტყუილის გამოაშკარავება და, თუ შესაძლებელია, როგორ?
ცალკე თავი ეძღვნება ბავშვებს. რა ასაკიდან და როგორ იწყებენ
ბავშვები ცნობიერად ტყუილის თქმას? ან როდიდან ახერხებენ ისინი
სხვების ტყუილის ამოცნობას?
ტყუილის ფენომენის ირგვლივ უამრავი კითხვა არსებობს.
პასუხების ნაწილს ამ წიგნში იპოვით.

ივა მინდაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა
დოქტორი. "არეტეს" გამოცემული აქვს მისი წიგნი
"ფსიქოლინგვისტიკა", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა.