ჩვენ მოვიპარეთ გერმანია
10,95 ₾
| ავტორი | ლევან ინაური |
|---|---|
| გამომცემლობა | ინტელექტი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2018 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 212 |
| ISBN | 9789941482083 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
არტიკული:
9789941482083
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა
აღწერა
ლევან ინაურის „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ სადებიუტო კრებულია და შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოთხრობები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ენობრივი სტილით, თუმცა საერთო აქვთ თემა – განსაკუთრებულად აქტუალური და თანამედროვე.
წიგნში ყველა თავის წილ გერმანიას იპარავს. თითოეულ ქურდს თავისი იდეა და ტკივილი ასაზრდოებს. აქ ქურდობას ბევრნაირი სახელი ჰქვია: სამსახური, გართობა, ქველმოქმედება, თვითგადარჩენა, ფილოსოფია, ჰობი, წარმოსახვა. განსხვავებული სოციალური წრიდან გამოსულ პერსონაჟებს – სტუდენტებს, ემიგრანტებსა და ლტოლვილებს, სხვადასხვა რამ უბიძგებს ამისკენ და ისინიც სხვადასხვა ხერხს იყენებენ, მაგრამ ერთი უცვლელია – „მათ მოიპარეს გერმანია“.
