ცხოველების ფერმა

27,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

88

ISBN

9789941971532

მარაგში

SKU: 2544 კატეგორია:
აღწერა

ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ პირველად დაიბეჭდა 1945 წელს, როგორც პოლიტიკური სატირა, მიმართული ზოგადად ტოტალიტარიზმის, კომუნიზმის, ფაშიზმის, კაპიტალიზმის წინააღმდეგ. ნაწარმოები თავისი სტრუქტურით დავალებულია რუსეთის რევოლუციის მოვლენებისგან, რომლებიც 1917-1944 წლებში მოხდა. ნაწარმოებში ჯადოსნური ამბის მოწმეები ვხდებით – ფერმის ჩაგრული ცხოველები აჯანყებას აწყობენ და განდევნიან სასტიკ ფერმერს, ფერმის სახელწოდებას ცვლიან და ცხოვრების მოწყობასაც ცდილობენ ახალი „სამართლიანი“ თეორიის – ანიმალიზმის – საფუძველზე, რომელიც ბებერმა ღორმა მაიორმა მოიგონა. აჯანყებულებმა შვიდი მცნებაც კი ჩამოაყალიბეს, რომელთა მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ: „ყველა ცხოველი თანაბარია“, „არცერთი ცხოველი არ მოკლავს მეორე ცხოველს“, „ცხოველი არ სვამს ალკოჰოლს“ და ა. შ. ადამიანები ფერმერ ფრედერიკის მეთაურობით შეეცდებიან დაიბრუნონ ფერმა, მაგრამ უშედეგოდ. ფრედერიკზე გამარჯვების შემდეგ მაიორის მოწაფე ნაპოლეონი და სხვა ღორები თანდათანობით გადაიღებენ ადამიანთა მოდგმის მანკიერებებს და უკანა ფეხებზე დადგომასაც შეეცდებიან.