ძველი მიქარვები
21,95 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
112 |
ISBN |
9789941315763 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
გაგა ნახუცრიშვილის ხუთნაწილიანი პოემა „ძველი მიქარვები“ ერთ გაბმულ ბალადად აღიქმება; საავტორო „ხმა“ ქალაქელ ბარდს ეკუთვნის – ის მღერის ხან ხრინწით, ხან კამკამა ბგერებით, სევდით და სიხარულით, ძველ და ნაცნობ ცხოვრებაზე, ახალ და უცხო ცხოვრებაზეც…
ეს პოემა მკითხველის წინაშე ვიზუალურ ატმოსფეროსაც ქმნის – მიუხედავად იმისა, რომ აქ არც მკაფიო ფაბულაა, არც პერსონაჟთა გალერეა, ყველაფერი მაინც იმდენად სახიერია, რომ მკითხველი მაყურებლადაც იქცევა და (თანა)მგზავრადაც – ამ ხმას, ბარდის ვოკალს უნდა აედევნოს და ემპირიული ქალაქიდან მეტაფორულ ქალაქებამდე სამყარო მოიაროს.
გაგა ნახუცრიშვილს ამ ხეტიალისთვის ყველაფერი აქვს – სიმსუბუქეც და გარინდებაც, ნოსტალგიაც და ბავშვური აღტაცებაც, ტკივილიც და სიყვარულიც. სწორედ ეს „საგზალი“ აქცევს ყოფას ღვთაებრივ სიმარტივედ, ანუ პოეზიად.