ხელთუბანი

13,30 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

382

ISBN

9902

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

SKU: 9902 კატეგორია:
აღწერა

„ხელთუბანი (ხვედრი თედო რაზიკაშვილისა)“ როსტომ ჩხეიძის წინა წიგნებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ თითქმის მთლიანად ეპისტოლურ მასალაზე — პირად მიმოწერაზე არის დაყრდნობილი და „დაშენებული“.
ფაქტებისა და თარიღების უსიერ ტევრში ორიენტირებასა და გზის გაგნებას, ასევე, თედო რაზიკაშვილის შფოთიანი, ერთთავად დაუმყუდროე-ბელი ცხოვრების „საკვანძო“ ეპიზოდებისთვის კომპოზიციური მთლიანო-ბის მინიჭებას სწორედაც რომ როსტომ ჩხეიძის არაორდინარული ნიჭი, ნე-ბისყოფა და შრომისმოყვარეობა, უღალატო ალღო, მწერლური განცდა და გამოცდილება სჭირდებოდა.
და აი, სასურველი შედეგიც: წიგნიერ მკითხველთა მეხსიერების უსაზღვრო სივრცეში გვიანი შემოდგომის მსუბუქი ფოთლებივით არეულად მოფარფატე ფრაგმენტები ძმები რაზიკაშვილების არათანაგვარი ბიოგრა-ფიებისა მწყობრი (და არა სწორხაზოვანი) თხრობის ერთ ძაფს, ერთ ძარღვს ებმიან, ემთლიანებიან და ჩვენს მხედველობით საწიერში XIX-XX საუკუნეთა გზაგასაყარის ყოფითი და კულტურული სინამდვილის მკაფიო კონტურებს გამოკვეთენ…