ჯამბაზი შალიმარი

32,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

528

ISBN

9789994054893

მარაგში

აღწერა

თავად რომ დამეწერა ეს ანოტაცია, ამისკენ ერთმა პატივცემულმა და ჩემთვის შორიდან საყვარელმა ადამიანმა მიბიძგა, რომელიც შემპირდა დავწერო, მაგრამ ლოდინი უსასრულოდ გაგრძელდა, და, რაკი დროში გავიჭედე და ეს წიგნი არავისზე ნაკლებად არ მიყვარს და განვიცდი, რაკი ჩემი ლიტერატურული ამბიციები ისევ აქ – В этой гостинице я директор – შემიძლია გამოვამზეურო, ჰა, გეტყვით ჩემსას:
ასეთი გრძელი, ქვეწყობილი წინადადებები ხშირად შეგხვდებათ ამ წიგნში. სალმან რუშდის უყვარს სიტყვებით ქარგვა და ჩემზე ბევრად უკეთესად შეუძლია. აი, ცოტა ოთარ ჭილაძესავით. ნეტავ, წაკითხული ხომ არ აქვს? კი ახსენებს ამ წიგნში ერთი-ორჯერ საქართველოს…
მაგრამ ხსენება რა მოსატანია, ისე გაწკეპლავს ქართველის გონებას აქაური ქაშმირი – სამოთხე, რომელსაც მიზანმიმართულად გაკარგვინებენ და შენც მორჩილად კარგავ. კარგავ სიყვარულს, თავისუფლებას, ღირსებას, წარსულს, მომავალს, ყურით მოთრეული ფასეულობების სანაცვლოდ.
ქაშმირი შორეულია, ძალიან. აფხაზეთი ახლოა, ძალიან. თბილისი კიდევ უფრო ახლოს. შევიგრძნოთ და გავუფრთხილდეთ რუშდის და ზეპელინის ქაშმირს, ჩვენს აფხაზეთს და თბილისს.
ეს წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.

გიორგი დარსალია
გამომცემელი
„არეტე“