აბა, ვის ვეთამაშო (6 წლიდან)
6,90 ₾
| ავტორი | თეა ლობჟანიძე |
|---|---|
| გამომცემლობა | ელფი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2023 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 64 |
| ISBN | 9789941489952 |
| წიგნის სერია | მე მიყვარს კითხვა |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ამ წიგნში თავმოყრილია შენს ასაკზე ზუსტად გათვლილი, მარტივი ენით დაწერილი მოთხრობები, რომლებიც ბევრ ცხოვრებისეულ ფასეულობაზე დაგაფიქრებენ. მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ბედნიერება, როდის ვართ ბედნიერები, როგორ გავახაროთ მეგობრები, თანაკლასელები თუ ოჯახის წევრები; როგორ გვიყვარდეს ისინი და როგორ გამოვხატოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ეს გრძნობა; რა არის პასუხისმგებლობა; რას ნიშნავს იყო განსხვავებული და რა მოხდებოდა, ყველანი ერთნაირები რომ ვყოფილიყავით; რა არის პატივისცემა, როდის ვიმსახურებთ პატივისცემას და რატომ არის პატივისცემა მნიშვნელოვანი… წიგნის ბოლო გვერდებზე მოცემულია შეკითხვები და აქტივობები, რომლებიც შეგიძლია შენს მასწავლებელსა და თანაკლასელებს შესთავაზო და კლასში საინტერესო დისკუსია გამართოთ.
