აღწერა
ადამიანის ცნობიერება ყოველდღიურობის მსხვერპლია. მას გამოცლილი აქვს საყრდენი და სულ უფრო მოჩვენებითი და ამაო ხდება მისი ქვეყნიური რეალობა. მართალია, ადამიანი მიწაზე თვითდამკვიდრებითაა დაკავებული, მაგრამ იგი ამას ვერ ახერხებს, რადგან ყოველივეს საბოლოოდ ეღობება ძალა, რომელიც ყოველ მობილიზებულ ფსიქიურ ემანაციას აცამტვერებს.
