აიხმანი იერუსალიმში
24,95 ₾
| ავტორი | ჰანა არენდტი |
|---|---|
| მთარგმნელი | თამარ ლომიძე |
| გამომცემლობა | დიოგენე |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2023 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 412 |
| ISBN | 9789941117879 |
მარაგში
არტიკული:
10877
კატეგორია: პუბლიცისტიკა
აღწერა
„ის თავის მოვალეობას ასრულებდა… ემორჩილებოდა არა მარტო ბრძანებებს, არამედ კანონსაც“.
1960 წლის 11 მაისის საღამოს ნაცისტური რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინაში იმალებოდა, ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ბუენოს-აირესის გარეუბნიდან გაიტაცა. აიხმანი ისრაელში ჩაიყვანეს, სადაც იგი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდა. ბრალდებულს მიესაჯა სიკვდილი ჩამოხრჩობით. გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰანა არენდტი (1906-1975), პროცესს ესწრებოდა, როგორც ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტი. მისი წიგნი „აიხმანი იერუსალიმში – ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“, XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად ითვლება.
