ამბები დრაკონებზე
23,90 ₾
| ავტორი | ურსულა კ. ლე გუინი, კენეთ გრემი, ტანით ლი, ლორდ დანსენი, ელიზაბეთ ბეარი, სარა მონეტი |
|---|---|
| გამომცემლობა | მედუზა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 224 |
| ISBN | 9789941885723 |
მარაგში
კრებული აერთიანებს სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურებენ, მაგრამ ერთ თემაზე გვიყვებიან — დრაკონებზე.
წიგნში თავმოყრილია როგორც კლასიკური ტექსტები, ისე XXI საუკუნის გამორჩეული ავტორების მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები — აქ შეხვდებით სახიფათო
ლეგენდებსაც და ზღაპრულ, თბილ, სევდიან და საოცრებით სავსე ამბებსაც.
მოთხრობები გვაცნობენ ბეოვულფისა და ლორდ დანსენის მძვინვარე ურჩხულებს, დაიანა უინ ჯონსისა და კენეთ გრემის ცოტა სასაცილო არსებებს, ელიზაბეთ ბეარისა და სარა მონეტის მშვენიერ და მითიურ ნამარხებს, ფენტეზის უკვე კლასიკოსად ქცეული ლე გუინისა და ტანით ლის მიერ დანახულ მზაკვარ მტერს.
“ამბები დრაკონებზე” გვახსენებს, რომ დრაკონი მხოლოდ მითოლოგიური ქმნილება კი არა, უსაზღვრო ფანტაზიის სიმბოლოა — და ყოველ ახალ მოთხრობაში თავიდან იძენს ფორმასა და მნიშვნელობას.
