- არ შეგიძლიათ ამ რაოდენობის დამატება კალათაში — ჩვენ გვაქვს მხოლოდ 1 ცალი, ხოლო თქვენ გსურთ 1 ცალი. კალათის ნახვა
გასაბერი ანგელოზი
12,90 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
170 |
ISBN |
9789941309762 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანი ეიაფიალაიოკული იწყებს ამოფრქვევას და ევროპის ცა ფერფლით იფარება, ხოლო ავიაკომპანიები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ რეისებს, თბილისში, მთაწმინდაზე, ნიკო და ნინო გოროზიები გიორგი გურჯიევის სულს იძახებენ თეფშის დატრიალებით, სიბნელიდან საშუალო სიმაღლის, დონდლო ტანის მოხუცი გამოდის, რაღაცით სელაპს ჩამოგავს. ესაა გურჯიევი – ფილოსოფოსი, გიმნასტი, იოგი და მოგვი. იმ ღამიდან გურჯიევი ახალგაზრდა ცოლ-ქმართან რჩება, მთელი დღეების განმავლობაში იგი გატაცებით ადევნებს თვალს სერიალებს, ეცნობა ინტერნეტსაიტებს, ფეისბუქზე საკუთარ კედელსაც კი ხსნის. ერთ მშვენიერ დღეს გურჯიევი გოროზიებს ფულის შოვნაში ეხმარება. კერძოდ, ერთ-ერთ მდიდარ მეზობელს იტაცებენ, რომელსაც გამოსასყიდს – მილიონ ევროს თხოვენ. გოროზიებისა და გიორგი გურჯიევის უცნაური და სრულიად ფანტასტიკური თავგადასავალიც აქედან იწყება.