დაუმარცხებლები

24,95 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

348

ISBN

9789941478789

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 4031 კატეგორია:
აღწერა

უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში ეს ერთ-ერთი შედარებით იოლად საკითხავი რომანი ამერიკის სამოქალაქო ომის დროინ­დელ სამხრეთში მომხდარ უცნაურ ამბებს მოგვითხრობს იმ გაუტეხავ ადამიანთა შესა­ხებ, ვისაც შეიძლება დანებება კი აიძულო, მაგრამ დამარცხებით მაინც ვერასოდეს დაამარცხებ.

საერთო პერსონაჟებითა და სიუჟეტური ხაზით გამთლიანებული შვიდი მოთხრობის გმირთა უმეტესობის პროტოტიპებად მწერ­­­ლი­სა­ვე ოჯახის წევრები იქცნენ: კერძოდ, პოლკოვნიკ ჯონ სარტორისის პორტრეტი თავად ფოლკნერის ცოტა არ იყოს ახირებული, თუმცა პიროვნულად ნამდვილად გამორჩე­ული დიდი ბაბუის თითქმის შეულამაზებელი ასლია – ძველი ყაიდის სამხრეთელი მემა­მულის, ვინც თავის დროზე მექსიკაშიც იომა, მერე კონფედერატთა მოხალისე ლაშქარიც შეკრიბა, მკვლელობისთვისაც მოუწია სა­სამართლოს წინაშე წარდგომა, საკუთარ შტატში რკინიგზაც გაიყვანა, კოლეჯიც დააარსა და, სხვათა შორის, წიგნიც დაწერა, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა…