დღის გახსნა
8,30 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
97 |
ISBN |
9789941955495 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ლიეტუველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი და ფოტოხელოვანი. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ვილნიუსში. დაიბადა 1952 წელს. დაახლოებით 32 ლიტერატურული პრემიის ლაურეატია სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამათგან უმნიშვნელოვანესი არის 2013 წელს ეროვნული კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო პრემია, ხოლო 2017 წელს – ბალტიის ქვეყნების ასამბლეის ლიტერატურული პრემია. ის ოცდაერთი პოეტური კრებულის ავტორი და მრავალი ნაწარმოების მთარგმნელია. ვლადას ბრაზიუნასის პოეტური სამყარო თავისთავადი და საინტერესოა. მისი პოეტური ენერგიის პირველწყარო მშობლიური კილოკავი, ლიეტუვური მითოსი და ხალხური პოეზიაა. ალუზიებითა და ასოციაციებით დატვირთულ ლექსებში სიტყვა ზოგჯერ თავის ლოგიკურ შინაარსს კარგავს, ზოგჯერ ის თავად ქმნის ახალ სიტყვებს და მათ სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოულოდნელი და უჩვეულო მეტაფორები კი ქმნიან მელოდიას და ბადებენ განუცდელ ემოციებს, რისი სხვა ენაზე გადმოტანაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. იგი თანამედროვე ლიეტუვური პოეზიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის ლექსების თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პრესაში და ლიეტუვური პოეზიის საერთო გამოცემებში კი იბეჭდებოდა, მაგრამ კრებულის სახით პირველად გამოვიდა საქართველოში. ლიეტუვური ენიდან ბწკარედები თარგმნა ნანა დევიძემ, ნერგინა კასრაძემ, ლიდა გიორგობიანმა. პოეტური თარგმანების ავტორები არიან : მარიამ წიკლაური, ბელა შალვაშვილი, დინარა კასრაძე