ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა და მასთან გამკლავების გზები

24,95 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

200

ISBN

9789941318870

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941318869 კატეგორია:
აღწერა

წიგნი მოიცავს ინფორმაციას ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევისა და წერა-კითხვის ათვისებისათვის აუცილებელი ბაზისური უნარების შესახებ. მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც აღნიშნულ უნარებში გავარჯიშებას უწყობს ხელს; წარმოდგენილია უშუალოდ წერისა და კითხვის ათვისებისა და ავტომატიზებისათვის არსებული ეფექტური სტრატეგიები. წიგნი განკუთვნილია, პირველ რიგში, იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვს დისლექსია, ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა, ასევე, მათი მშობლებისა და პედაგოგებისათვის, რადგან მოცემული სავარჯიშოებისა და სტრატეგიების დახმარებით ისინი შეძლებენ უფრო კომფორტული და სახალისო გახადონ წერა-კითხვის ათვისების პროცესი ბავშვებისათვის, დაეხმარონ მათ ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რომელთა საშუალებითაც ისინი კონკრეტული სუსტი მხარეების კომპენსირებას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ წიგნში შეტანილი სავარჯიშოები სასარგებლო იქნება არა მხოლოდ დისლექსიისა და ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის, არამედ ყველასთვის, ვინც იწყებს წერა-კითხვას.