ვესტიმენტარული მოდა პოსტსაბჭოთა საქართველოში

50,00 

ავტორი

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

328

ISBN

9789941972102

მარაგში

არტიკული: 9789941972102 კატეგორია:
აღწერა

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოდა როგორც რთული სოციალურ-კულტურული ფენომენი არ არის სათანადოთ შესწავლილი. ჩემი წიგნი ამ პრობლემის შევსებაზეა მიმართული – მოდის თეორიის ზოგად კონტექსტში მოცემულია ქართული პოსტსაბჭოთა მოდის პრაქტიკების სხვადასხვა ასპექტების ანალიზის მცდელობა.

პირველად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განიხილება მოდის თეორია როგორც ინტერდისციპლინარული სფერო.
წარმოდგენილია : პოსტსაბჭოთა ქართული მოდური პროცესის განვითარება იდენტურობისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის, აგრეთვე ინდივიდუალობის გამოხატვის კონტექსტში – მოდის თეორია, საბჭოთა მოდა, Casual, მოდის ლიბერალიზაცია, სუბკულტურული კოდი ტანსაცმელში, სტრატიფიკაცია, მოდური კოდი ტანსაცმელში, მომხმარებლობა, Fashion-ბიზნესი, დიზაინ-განათლება) ; ქართული მოდის ბაზარი მისი ძირითადი პრობლემების კონტექსტში, როგორც მოვლენა, რომელიც იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში თავისი სპეციფიკური კანონზომიერებებით, მოცემულია რეკომენდაციები ; წარმოდგენილია პოსტსაბჭოთა ქართული დიზაინერული განათლების ავტორისეული კონცეფციის ჩამოყალიბების პირველი მცდელობა (2013 წლიდან)