ზონაზე

5,20 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

107

ISBN

223

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 223 კატეგორია:
აღწერა

ციხე, ზონა, კრიმინალური სამყარო, ფულთან დაკავშირებელი მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც აწრიალებული ქურდები იწ-ყებენ. მათი და ზონაში შეყრილი სხვა მსჯავრდებულების გულქვა, უხეში, ძნელად გასაგები (ნაწარმოებს დართული აქვს არა-ნორმატული და იშვიათად ხმარებული სიტყვებისა და გამონათქვამების განმარტებითი ლექსიკონი), ზოგჯერ წრეგადასულად უხამსი საუბარი, რომელიც პიესაში თითქმის სტენოგრაფიული ჩანაწერივით ზუსტად აისახა… მკვლელობის გამოძიება შემზარავი, ტრაგიკული შედეგით მთავრდება და ეს შედეგი აუცილებლად გახდება შემდეგი მკვლელობების და თვით-მკვლელობების წინაპირობა. ეს სისხლიანი წრეა, რომლის შიგნით ამ ბედგაუკუღმართებული ადამიანების სამყაროა მოქცეული. მკითხველი ამ წრის გარეთ იმყოფება, შედარების გაკეთება შეუძლია, თუმცა, საეჭვოა, რომ თვალშისაცემი განსხვავება ნახოს – მავანნი ზონის გარეთაც მშვენივრად გრძნობენ თავს და არც იქ იკლებენ რაიმეს; და, რაც მთავარია, განუხრელად იცავენ მათ მიერ მოგონილ, მათთვის სასარგებლო სასტიკ კანონებს. მოზარდებისთვის ამ პიესის წაკითხვა, პერსონაჟების მეტისმე-ტად უხამსი გამონათქვამების გამო, ალბათ ნაადრევია, თუმცა, იქნებ წაკითხვაც ღირდეს და შემდეგ სპექტაკლის ნახვაც, რადგან ავტორებმა დანაშაულებრივი სამყაროს ზუსტად ასახვით სრულად ჩამოაცილეს მას ის ყალბი „რომანტიზმი”, რომელმაც ათასობით ახალგაზრდა შეაცდინა, მთელი ჩვენი ცხოვრება კი ერთ დიდ ზონად აქცია.