თბილისური ჩანახატები
6,90 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
102 |
ISBN |
12578 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
“ამას წინათ ჩემს ხელნაწერებს ვათვალიერებდი და ასეთ რამეს წავაწყდი: “სერგო კლდიაშვილმა მითხრა: არჩილო, ახლა მე მხოლოდ სიზმრებით ვცხოვრობ, მესიზმრება ის ადამიანები, რომელიც სოფელში ყრმობისას ვნახე და მერმე არასოდეს, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მინახავს და არც შემხვედრია”.
ეტობა, მომწონებია, რახან ბატონი სერგოს ეს ნათქვამი ჩამიწერია კიდეც. მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვაღიარო, ამ ნათქვამში გაჟონილი სევდა ახლა უფრო მესმის, ვიდრე მაშინ, ცამეტიოდე წლის წინ. როგორც ჩანს, ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც მართლა სიზმრებით ცხოვრობ. ეს სიზმრები ძველი, განვლილი ყოფის ანარეკლია – შენი მეხსიერების ბნელ კუნჭულებში მიყუჩებული და მიძინებული, თითქოს სამუდამოდ დავიწყებული და დაკარგული. მერმე გაივლის დიდი დრო და მეხსიერების წყვდიადიდან ამოტივტივდებიან არა მარტო ადამიანები, გესიზმრება საგნებიცა და მოვლენებიც, რომლებისთვისაც თითქოს თავის დროზე ყურადღება არ მიგიქცევია.”