თეთრი ლამა (ნაწილი 1)

26,50 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

315

ISBN

9785990340114

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 507 კატეგორია:
აღწერა

რომანი „თეთრი ლამა“ ეძღვნება საიდუმლო, ოკულტური სწავლების ძველ და თანამედროვე ადეპტებსა და მედიუმებს, რომლებიც მუხლმოუდრეკლად ემსახურებიან კაცობრიობას და გავლენას ახდენენ მის განვითარებაზე. ისტორიისთვის ცნობილია, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდნენ საიდუმლო სწავლების ისეთი მედიუმები და ადეპტები, რომლებიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საძმოსთვის მიცემულ ფიცს ღალატობდნენ. ცდილობდნენ, მიღებული წმინდა სწავლება უსაზღვრო ძალისა და გავლენის მოსაპოვებლად, თვითგანდიდებისთვის და საკუთარი ფარული ზრახვების განსახორციელებლად გამოეყენებინათ, რაც საკუთარ საძმოსთან სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლას განაპირობებდა. საიდუმლო ადეპტებისა და მედიუმების შესაძლებლობები შეიძლება შევადაროთ ბირთვულ ენერგიას, რომელიც, როგორც კეთილი, ასევე ბოროტი მიზნებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. შედეგი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ხელში აღმოჩნდება ეს იარაღი. რომანში თქვენ შეხვდებით ორ მედიუმს, პირობითად „თეთრსა“ და „შავს“, რომელთათვისაც არ არსებობს დახურული კარი იმ განზომილებაში, რომელიც უბრალო მოკვდავთათვის უხილავი და მიუწვდომელია. ადამიანებზე დისტანციური ტელეპატიური გავლენა და ინფორმაციის მოსაპოვებლად ასტრალში შეღწევა, სწორედ ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც მედიუმებს შეუძლიათ სხვადასხვა დონეზე გავლენა იქონიონ ამა თუ იმ მოვლენაზე. მკითხველი მკვეთრად გააცნობიერებს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მორალურ პრინციპებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ უნიკალურ ცოდნას ფლობენ. რომანში, საინტერესოდ ვითარდება მედიუმებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების ცხოვრება დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე და წარმოგვიჩენს იმ, წმინდა გეოგრაფიულ ადგილებს, ისტორიულ მოვლენებსა და პერსონაჟებს, რომლებიც ჯერ ისევ საიდუმლოებითაა მოცული.