ილიადა
16,95 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
563 |
ISBN |
9789941380846 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
„ილიადა“ ყველა დროის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატუ- რული ძეგლია. ის ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი წიგნი და ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები. პოემაში აღწერილია ტროის ომი, კერძოდ, ომის მეათე წელს მომხდა- რი ამბავი. პოემა იწყება კონფლიქტით, რომელიც იფეთქებს ბერძენთა ორ უმთავრეს წინამძღოლს შორის. ერთი აგამემნონია, სახელოვანი მხედართმთავარი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ავტორი- ტეტი, მეორე კი აქილევსია, ბერძენთა მთავარი გმირი და მორალური ავტორიტეტი. წიგნის სიუჟეტი სულ რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა პოემა ომამდელ ამბებსა და ომის მიმდინარეობის სრულ სურათს მოიცავს. რა შედეგები მოუტანა საბერძნეთს ორ გმირს შორის კონფლიქტმა და როგორ შეცვალა ომის ხასიათი, როგორ განაგებენ ყველაზე ძლევა- მოსილთა ბედს ღმერთები, რა არის ომი… ამ და სხვა მრავალ კითხვას უპასუხებს ბერძენი გენიოსის შედევრი, რომელიც საუკუნეებია აფიქ- რებს ადამიანებს სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, პატიოსნე- ბასა და ღირსებაზე და რომელიც მსოფლიოს ლიტერატურის რჩეულ წიგნთა ნებისმიერ კვლევასა თუ კლასიფიკაციაში პირველთა შორის პირველია.