Bon voyage, პეტრო!

11,90 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

163

ISBN

9789941373657

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

SKU: 55756 კატეგორია:
აღწერა

„Bon voyage, პეტრო!“ ტკივილით აღსავსე სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოცნების უკიდეგანო ძალაზე გვიყვება – ძალაზე, რომელიც გამოუვალ სიტუაციებშიც კი ეძლევა ადამიანს, რათა უსამართლობასა და ტკივილთან გამკლავებაში დაეხმაროს.

ამ რომანში საბედისწეროდ იკვეთება ორი ადამიანის – თინის და პეტროს გზები, მათი წარსული და აწმყო, მათი ძველი თუ ახალი სატკივარი…

თინი, რომელსაც შვილი საავადმყოფოში უწევს და ცდილობს, უსაშველო დარდს მარტო გაუმკლავდეს… პეტრო – ფრანგი ბებიის შვილიშვილი, რომელიც თავის ტყუპისცალ პაოლასთან ერთად მთლად დაუცველი დარჩა სასტიკი რეალობის წინაშე, რომელიც 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენების სახით დაატყდა თავს…

წარსულის ტრავმებით დაღდასმულ თინის და პეტროს ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას უმზადებს, თუმცა მანვე გადახლართა ამ ორი გმირის წარსული და არავინ იცის, რომ მათ მომავალსაც ემუქრება.