კერამიკული ნაკეთობანი შუა საუკუნეების საქართველოში

29,90 

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

127

ISBN

9789941157820

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 12314 კატეგორია: , ,
აღწერა

ალბომში, სწორედ ამ აღნიშნული ეპოქის თიხის ნაკეთობათა კოლექციებია წარმოდგენილი. ამ ექსპონატთა აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების ფონდებშია დაცული. კერამიკული ნაწარმის ეს ნიმუშები, იშვიათი გამონაკლისის გარდა (შემთხვევითი მონაპოვრები), საქართველოს ტერიტორიაზე XX-XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგადაა მოხვედრილი მუზეუმში. ისინი შემოსულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების არქეოლოგიურად შესწავლილი ნაქალაქარებიდან და ნასოფლარებიდან, სასახლეებიდან, ქარვასლა – ქულბაქებიდან, ეკლესიებიდან, სამონასტრო კომპლექსებიდან, თავდაცვითი ნაგებობებიდან და სხვა ძეგლებიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკეთობათაგან ზოგიერთი გათხრებით გამოვლენილ კერამიკულ სახელოსნოთა ნაშთების ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ნახევარფაბრიკატებთან, საწარმოო მოწყობილობებთან და ხელსაწყოებთან ერთად.