კნოსოსის სასახლეში
24,95 ₾
| ავტორი | ნიკოს კაზანძაკისი |
|---|---|
| მთარგმნელი | მაია კაკაშვილი |
| გამომცემლობა | ინტელექტი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2025 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 448 |
| ISBN | 9789941318733 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
რა არის თავისუფლება, თუ არა უმაღლესი სიკეთე?
ნიკოს კაზანძაკისის საბავშვო რომანი „კნოსოსის სასახლეში“ 1940 წელს დაიწერა, ის ცნობილი მითების რეფლექსიაა.
ეს რომანი უპირველესად შინაგან თავისუფლებაზეა, რომელიც ერთნაირად სჭირდება უფლისწულსაც, მეფის ასულსაც და მათ ქვეშევრდომებსაც. მთავარი გმირი ათენის უფლისწული თეზევსია, რომელიც საკუთარი თავისა და დანიშნულების ძიების გზაზე დგას. კაზანძაკისი ქმნის მინოსური კრეტისა და კნოსოსის სასახლის შთამბეჭდავ სურათებს, თუმცა გვაჩვენებს, რომ არაფერია ამ ქვეყნად სამუდამო, მათ შორის, არც საუკუნეების განმავლობაში ძლევამოსილი კრეტის დიდებულება.
მინოსურ სამყაროში განვითარებული ურთიერთობები სამეფოებსა თუ ადამიანებს შორის, პერსონაჟების ამაღელვებელი მოგზაურობა, თავისუფლებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვა და ავტორიტეტების მსხვრევა რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია. და მაინც, რა ფასი აქვს თავისუფლების მოპოვებას? რა ფასი აქვს მეგობრობასა და სიყვარულს? ამ კითხვებზე პასუხებს გვთავაზობს ნიკოს კაზანძაკისი, რომელიც ირონიითა და ამავე დროს, დაძაბულობით სავსე სამყაროში გვამოგზაურებს.
„კნოსოსის სასახლეში“ რეალიზმსაც აერთიანებს და პოეზიასაც, მწერალი ახერხებს ერთდროულად დაგვანახოს უძველესი ცივილიზაციის სიბრძნე და დიდებულებაც, მაგრამ ისე, რომ არც ერთი წუთით არუგულებელყოს ის იდეალები, რომლებზეც მთელი
კაცობრიობა დგას.
მკითხველები ასევე ირჩევენ
პოლიტიკური გაკვეთილები
17,00 ₾წიგნი წარმოადგენს ანალიტიკურ-მხატვრულ ნაშრომს, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე — 1989 წლის 9 აპრილიდან 2012 წლის ჩათვლით. ნაშრომი ავტობიოგრაფიული ელემენტებით აღწერს ეროვნულ მოძრაობას, 90-იანი წლების რთულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, სტუდენტურ აქტივიზმს, ვარდების რევოლუციას, აგვისტოს ომს და იმ პროცესებს, რომლებმაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია.
წიგნში ასევე განხილულია სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკის გავლენა პატარა სახელმწიფოზე.
ავტორი — ირაკლი მეგრელიშვილი არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ორი აკადემიური წიგნის ავტორი.
ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი
10,00 ₾რატომ იტყუებიან და ატყუებენ თავს ადამიანები მაშინაც კი როცა ეს არ მათ ვნებთ? ეს შეკითხვა „ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი“-ს ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ამ უცნაური სათაურის მქონე წიგნის პერსონაჟები ქაჯეთის მაცხოვრებლები არიან, სადაც სიცრუით ქვეყნის მართვა, რელიგიური ფარისევლობა და სიმართლისგან დაცლილი ურთიერთობები ყოველდღიური მოცემულობაა. წიგნი დენთის კასრივით ასაფეთქებლად გამზადებულ გარემოში მოხვედრილი ადამიანების საბედისწერო და ხიფათიან თავგადასავალს მოგვითხრობს.
